Image Alt

წიგნები

ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი

18,90 

„როდესაც თავსატეხის ბოლო გასაღებიც გვექნება, იმედია, ორივესთვის ყველაფერი ნათელი გახდება.“ ალბუს დამბლდორი

მარაგში

არტიკული: 9789941233593 კატეგორია: ჭდე: , ,

გაერთიანებული სამეფო

ჯოან როულინგი

დაიბადა 1965 წელს

ჯოან როულინგი დაიბადა ინგლისში, ბრისტოლთან ახლოს.

მწერალს დიდი წარდგენა არ სჭირდება: ის ავტორია წიგნების სერიისა ჰარი პოტერის შესახებ, რომელიც ყველა დროის ყველაზე გაყიდვად სერიად ითვლება. ტირაჟმა 500 მილიონ გაყიდულ ეგზემპლარს გადააჭარბა. ნაკლებ სავარაუდოა, რომ რომელიმე ცოცხალ მწერალს ჯ. კ. როულინგზე უფრო დიდი აუდიტორია ჰყავდეს.

ამავე დროს იგი არის კინოპროდიუსერი, სცენარის ავტორი და ფილანთროპი. საქველმოქმედო საქმიანობა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. 2005 წელს მან დააარსა საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია „ლუმოსი“. 2007 წელს Time-ის „წლის ადამიანის“ წოდების პრეტენდენტი იყო, ხოლო 2010 წელს ყველაზე გავლენიან ბრიტანელ ქალად დასახელდა.

აღწერა

მთარგმნელი: ქეთევან ყანჩაშვილი

„როდესაც თავსატეხის ბოლო გასაღებიც გვექნება, იმედია, ორივესთვის ყველაფერი ნათელი გახდება.“ ალბუს დამბლდორი

ჰოგვორტსში მეექვსე სასწავლო წელი იწყება, ჯადოქრულ სამყაროში კი ბნელი ბატონის აღდგომასა და გაძლიერებასთან დაკავშირებული, ერთიმეორეზე საშინელი ამბები ვრცელდება. ჰარი პოტერი ალბუს დამბლდორთან ერთად ცდილობს, ჩაწვდეს ლორდი ვოლდემორის უკვდავობის საიდუმლოს და გადამწყვეტი ბრძოლისთვის მოემზადოს.

ჰოგვორტსში სწავლა და ცხოვრება თითქოს ჩვეულებრივ გრძელდება. ჰარის შხამ-წამლებში მოულოდნელი დამხმარე ევლინება ნახევარპრინცის წიგნის სახით, ხოლო ბნელი ძალების მსახურნი სკოლის დაპყრობის გზებს ეძებენ.
მთავარი სიტყვა კი იდუმალებით მოცულმა ნახევარპრინცმა უნდა თქვას…

ISBN 9789941233593
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2015

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

516

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,51 კგ
ზომები 1,5 × 14,5 × 21,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.