აღწერა
რომანი “ელემენტარული ნაწილაკები” ეკუთვნის თანამედროვე, ფრანგ, სკანდალურ მწერალს მიშელ უელბეკს. იგი ლიტერატურული პრემიის IMPAC-ის ლაურეატია. “ელემენტარული ნაწილაკები” მსოფლიოს 30 ენაზეა ნათარგმნი და დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ ევროპაში.
16,90 ₾
მთარგმნელი:გიორგი ეკიზაშვილი
ერთხელ, როცა დიდი დეპრესია მქონდა, ხელში მიშელ უელბეკის წიგნი მომხვდა. ერთ ღამეში გადავყლაპე და მეორე დღეს დეპრესია გაქრა.
მას შემდეგ, როცა გულს კაეშანი შემოაწვება, ვიცი, რომ რამდენადაც გასაოცარი უნდა იყოს, არაფერი ისე არ მიშველის, როგორც დეპრესიული დეკადენტურობის დიდოსტატის ტექსტები.
იშვიათია მწერალი, რომელსაც ასე ერთი შეხედვით დაუდევარი თხრობის სტილი აქვს, ხშირად ბანალურია, ვნების ჩამკვლელი, არაესთეტური, მაგრამ ამავე დროს ასე ჩამთრევი.
„იყავით საზიზღარი და თქვენ ნაღდი იქნებით“ – მიშელ უელბეკის სიტყვებია და მისი არაპოლიტკორექტულობა, მისი შავბნელი პესიმიზმით აღსავსე ლიტერატურა ნაღდია და თანამედროვე, ზეთანამედროვე. ამიტომ არის ის XX საუკუნის ბოლო ათწლეულის და XXI საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამავე დროს სკანდალური ავტორი, მისი წინამდებარე წიგნი კი – საკულტო წიგნი.
ეს წიგნი ჩვენ – ადამიანებს გვეძღვნება, მარტოობისგან დაღლილ ელემენტარულ ნაწილაკებს, გადაშენების გზაზე მყოფ ჯიშს.
ლაშა ბაქრაძე
მარაგში
რომანი “ელემენტარული ნაწილაკები” ეკუთვნის თანამედროვე, ფრანგ, სკანდალურ მწერალს მიშელ უელბეკს. იგი ლიტერატურული პრემიის IMPAC-ის ლაურეატია. “ელემენტარული ნაწილაკები” მსოფლიოს 30 ენაზეა ნათარგმნი და დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ ევროპაში.
ISBN | 9789941307133 |
---|---|
ყდის ტიპი | რბილი ყდა |
გამოცემის წელი | 2021 |
ფორმატი | 14.50 X 21.50 |
გვერდების რაოდენობა | 312 |
მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.