საფრანგეთი
მიშელ უელბეკი
დაიბადა 1956 წელს
ცნობილმა ნორვეგიელმა მწერალმა, კარლ უვე კნაუსგორმა აღნიშნა, თუკი მიშელ უელბეკის ნაწარმოებებს არ კითხულობ, შეუძლებელია, იმის პრეტენზია გქონდეს, რომ თანამედროვე ლიტერატურას არ ჩამორჩებიო.
მწერალი თავის წიგნებში ხშირად დაუნდობლად აკრიტიკებს თანამედროვე ევროპას და იმ ფარისევლობას, რომელშიც ადამიანები თავისი ნებით ეხვევიან. მწერალს ხშირად სდებენ ბრალს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის რასისტული შუღლის გაღვივებაში. ამის გამო მას სასამართლოშიც უჩივლეს, თუმცა მისი ბრალეულობა არ დამტკიცდა. სხვადასხვა პერიოდში იგი ირლანდიასა და ესპანეთში ცხოვრობდა მას შემდეგ, რაც ბევრჯერ დაემუქრნენ. იგი ამჯერად საფრანგეთში ცხოვრობს და 2019 წელს ემანუელ მაკრონმა მას საპატიო ღირსების ორდენიც გადასცა.
უელბეკის ტექსტები მუდამ ყურადღების ენტრში ექცევა და ავტორიც უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თანამედროვე მწერალია. ბევრის აზრით, ის საფრანგეთში უდიდესი ცოცხალი ავტორია.