დამალობანა
10,90 ₾
ანიკოსა და მისი ოჯახის ამბავი 1992 წელს იწყება, როცა ის, რვა წლის გოგონა, დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად ტოვებს აფხაზეთს და იწყებს გრძელსა და მძიმე სვლას. მისი არსებობა სავსეა ტკივილით, შიშით, უსამართლობით, სიყვარულით და უზარმაზარი იმედით.
ჭუბერის უღელტეხილი ანიკოს ცხოვრების ყველაზე ძნელი გზა არ არის. მას წინ კიდევ უამრავი სირთულე და ტკივილი ელოდება: სამშობლოს დატოვება, უცხო ქვეყანაში გადასახლება და ბრძოლა იქ ადგილის დასამკვიდრებლად; დიდი და მოულოდნელი სიყვარული, რომელიც მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.
მებრძოლი და იმედიანი ხასიათი ეხმარება ახალგაზრდა ქალს, მაშინაც კი არ დაკარგოს ოპტიმიზმი, როცა ყველაზე ძალიან უჭირს. შეძლებს კი ის, რომ წარსულის აჩრდილებს სამუდამოდ დააღწიოს თავი? მოახერხებს, რომ უზარმაზარი იმედგაცრუების შემდეგ არ დაემალოს რეალობას?
მარაგში
დაიბადა 1985 წელს
ელენე ჯაფარიძე დებიუტანტი ქართველი მწერალია. მცირე რომანი „დამალობანა“ მისი პირველი ნაბიჯია მხატვრულ ლიტერატურაში. ახლახან გამოცემული ნაწარმოები, რომელიც აფხაზეთის ომს გამორიდებული ქალის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, უკვე შეიყვარა ქართველმა მკითხველმა.
ელენე ფსიქოლოგიის პროფესორია საქართველოს უნივერსიტეტში. იგი წლებია მუშაობს ბავშვებისა და ქალების ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე. არის ამ დარგში არაერთი სტატიისა და წიგნის ავტორი. 2015 წელს ელენემ ჩამოაყალიბა ფსიქოთერაპიის საკუთარი პრაქტიკა და თავადვე უძღვება კლინიკური თერაპიის კურსს.
ელენე აქტიურადაა ჩართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროცესში ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით და არის ამ მიმართულებით მოქმედი არაერთი პროგრამის ავტორი და თანაავტორი. 2016 წლიდან თანამშრომლობს თბილისის გეშტალტის ინსტიტუტთან, ასევე მონაწილეობს ევროპის გეშტალტ თერაპიის ლიცენზირებულ პროგრამაში.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.