Image Alt

წიგნები

შაშვი შაშვი მაყვალი

12,90 

შუახნის, მარტოხელა ქალი ეთერო პატარა ქალაქის მკვიდრია და თავისსავე მაღაზიაში მუშაობს. მის ერთფეროვან, უშფოთველ ცხოვრებას თითქოს არაფერი ემუქრება, მაგრამ ერთ დღეს, მოულოდნელი ინციდენტი შეემთხვევა და მისი დალაგებული ცხოვრება თავდაყირა დგება. სიკვდილის შიშით შეძრული ქალი ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, სხვა დროს რომ ვერაფრით გაბედავდა და მოულოდნელ სასიყვარულო თავგადასავალში ეხვევა.

მარაგში

დაამატე შეკვეთას და მიიღე სპეციალური ფასდაკლება

გათვლა

"გათვლა" თამთა მელაშვილის რომანია, რომელმაც 2011 წელს მოიპოვა ლიტერატურული პრემია „საბა“ საუკეთესო დებიუტისთვის.

ეს არის ამბავი კონფლიქტურ ზონაში გატარებულ სამ დღეზე – 13 წლის გოგოების თვალით დანახულ ომსა და ძალადობაზე; გარემოზე, სადაც სიკვდილი ჩვეულებრივი ამბავია; სადაც მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში ერთადერთი მიზანი არსებობს: გადარჩენა... ამბავი, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს – შეიარაღებულ კონფლიქტს არასოდეს აქვს გამართლება.

რომანი 2012 წელს ნომინირებული იყო გერმანიის დამოუკიდებელ გამომცემელთა პრიზზე. 2013 წელს დაჯილდოვდა გერმანიის ახალგაზრდული ლიტერატურის ეროვნული პრემიით. წიგნი თარგმნილია გერმანულ, იტალიურ, ხორვატიულ, ლიეტუვურ, მაკედონიურ, ალბანურ და რუსულ ენებზე. თამთა მელაშვილი, ასევე, ავტორია რომანებისა: „აღმოსავლეთით“ (2015 წ.) და „შაშვი შაშვი მაყვალი“ (2020 წ.).

არტიკული: 9789941307096 კატეგორია: , ჭდე:

საქართველო

თამთა მელაშვილი

დაიბადა 1979 წელს

თამთა მელაშვილი ქართველი მწერალი, მკვლევარი, ლექტორი და ფემინისტი აქტივისტია. თუმცა, უჭირს "მწერლის" იარლიყის მორგება და როგორც თვითონ ამბობს, ტერმინ "ავტორს" უფრო ეპოტინება.

უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების განხრით მიიღო.

ბავშვობიდან წერს, თუმცა, აქტიურად წერა გერმანიაში ერთწლიანი ცხოვრების დროს დაიწყო, როდესაც მოიწყინა და საქართველო მოენატრა.

პირველი ნაწარმოები ვებ-პორტალ lit.ge-ზე გამოაქვეყნა. მოთხრობა ერთი და ორი ამავე პორტალის 2006 წლის კონკურსის გამარჯვებული გახდა, რომელიც სულაკაურის გამომცემლობამ ანთოლოგიაში 15 საუკეთესო დაბეჭდა.

2008 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში გენდერული კვლევების მიმართულებით, 2009 წელს კი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სტიპენდიატი გახდა.

თამთას პირველ რომანს გათვლა (2010) წლის საუკეთესო მოვლენად მოიხსენიებდნენ, რომელმაც ლიტერატურული პრემია საბა (2011) და Deutscher Jugendliteraturpreis (2013) მოიპოვა. გათვლას მოჰყვა აღმოსავლეთით (2015), შაშვი შაშვი მაყვალი (2021) კი თამთას მესამე რომანია, რომელიც მისი სხვა ნაწარმოებების მსგავსად მარგინალიზებული ქალის ხმას გვაგონებს.

მწერლობასა და აქტივიზმს ლექტორობასაც უთავსებს. მისი ლექციების მოსმენა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს 2012 წლიდან შეუძლიათ.

აღწერა

ეთეროს ფიქრების, განცდებისა და ემოციების კორიანტელში თანდათან იკვეთება მთავარი გმირის მძიმე ცხოვრების ისტორიაპროვინციული ქალაქების, ერთი შეხედვით,უძრავი და უცვლელი, სოციალური თ უპიროვნული სირთულეებით დაღდასმული ყოფა, რომელიც ადამიანებზე გამანადგურებლად მოქმედებს; დილემები, რომელთა წინაშეც მთავარი გმირი უეცრად აღმოჩნდება და რაზეც საბოლოო პასუხიც მკითხველმა უნდა გასცეს.

შაშვი შაშვი მაყვალი თამთა მელაშვილის მესამე რომანია. მისი გათვლა 2010 წელს, ხოლო აღმოსავლეთით 2015 წელს გამოიცა. „გათვლა“ თარგმნილია გერმანულ, იტალიურ, რუსულ, ხორვატიულ, მაკედონიურ და ალბანურ ენებზე. რომანმა 2011 წელს ლიტერატურული პრემია საბა, 2013 წელს კი Deutscher Jugendliteraturpreis მოიპოვა.

ISBN 9789941307096
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

204

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…