Image Alt

წიგნები

ჩემი პირველი ლექსები (ნოდარ დუმბაძე)

12,70 

ასაკი: 3+

უყვარს თქვენს პატარას ლექსები? ამ წიგნში ცნობილი ქართველი საბავშვო პოეტის, ნოდარ დუმბაძის საუკეთესო ლექსებია თავმოყრილი. სახალისო, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული დაგეხმარებათ, ბავშვებთან ერთად მხიარულად გაატაროთ თავისუფალი დრო და მათაც შეაყვაროთ ერთ დროს თქვენთვის საყვარელი ლექსების პერსონაჟები.

მარაგში

დაამატე შეკვეთას და მიიღე სპეციალური ფასდაკლება

ლოტო: ნახატი და სიტყვა

კლასი: I-II

ყუთში დაგხვდებათ:

  • წიგნი
  • 8 დაფა
  • 40 სიტყვა

„ლოტო: ნახატი და სიტყვა“ შექმნილია იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით. ლოტოს სათამაშო ნაკრებში მოცემული 4 წითელი დაფა, 4 ლურჯი დაფა და სიტყვების მარაგი 40 ბარათით ოთხი საინტერესო და სახალისო თამაშისთვისაა განკუთვნილი:

  • ნახატი და სიტყვა
  • სიტყვების დაჯგუფება
  • სიტყვის მარცვლები
  • მინიშნებით სიტყვის პოვნა

თამაშში ჩართვა ორ, სამ ან ოთხ მოთამაშეს შეუძლია. შეიძლება ითამაშოს მეხუთე წევრმაც – ის „სიტყვების მკითხველი“ იქნება. ოთხივე თამაშის ინსტრუქცია პატარა წიგნშია მოცემული. ამავე წიგნის ბოლოს ნახავთ სწორ პასუხებსაც.

ლოტო: ნახატი და სიტყვა საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვმა თამაშით აღმოაჩინოს ახალი სიტყვები, დაუკავშიროს თავის ყოველდღიურობას, ადვილად დაიმახსოვროს ისინი და, ამგვარად, გაიმდიდროს ლექსიკური მარაგი.

სერიის "ჩემი სკოლა" სხვა წიგნების ნახვა შეგიძლიათ აქ.

ნოდარ დუმბაძე

ნოდარ დუმბაძე დაიბადა 1928 წელს თბილისში. საბჭოთა პერიოდის რეპრესიები მის ოჯახს მძიმედ შეეხო: მამა დახვრიტეს, დედა კი გადაასახლეს. ამის გამო ჯერ სოხუმში დეიდებთან, შემდეგ კი ჩოხატაურში ბებიასა და ბაბუასთან ცხოვრობდა.

დაწერილი აქვს მრავალი მოთხრობა, რომანი, სცენარი, ასევე – საბავშვო ლექსები და პოემები. ნოდარ დუმბაძე თანამშრომლობდა ჟურნალთან „ცისკარი“ და კინოსტუდიასთან „ქართულ ფილმი“. 1967-72 წლებში იყო ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორი და შემდგომ საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი.

მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1975). მისი მოთხრობები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა სხვადასხვა ენაზე.

აღწერა

ISBN 9789941307195
ყდის ტიპი

ბალიშა

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

14.00 X 20.00

გვერდების რაოდენობა

34

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.