აღწერა
მთარგმნელი: მერაბ ფიფია
„სიკვდილი კრედიტით“ – ამ რომანზე საუბარი შეიძლებოდა ასე დაგვეწყო: გულახდილობა – 100%, კაცთმოძულეობა – 100%. რაც შეეხება ბილწსიტყვაობას, აშკარად დაავიწყდათ, რომ ასე თუ ისე ზომიერების დაცვა ურიგო არ იქნებოდა; უკეთესი მომავლის იმედით აქ არავინ ცხოვრობს, არც ადამიანის კეთილშობილი თვისებებისა სწამთ. წიგნი ავტობიოგრაფიულია და უამრავი გამოგონილი დეტალითაა გაზავებული, ზუსტად ისე, როგორც მწერლის პირველ წიგნში „მოგზაურობა ღამის დასალიერში“. რომანი ღვარძლითა და სიძულვილითაა გაჟღენთილი; დიდი ტკივილითაც, იმის გამო, რომ მთავარ პერსონაჟს – ფერდინანდს მთელი ცხოვრება უკუღმა წაუვიდა. ამაში ის ბრალს სდებს მშობლებს, ნაცნობ-მეგობრებს… ირგვლივ ყველას, მთელ სამყაროს. არ ივიწყებს საკუთარ თავსაც და ყველა შესაძლო ბინძური ეპითეტით ამკობს მას.
ლუი-ფერდინანდ სელინი სახელგანთქმული გახდა რომანებით „მოგზაურობა ღამის დასალიერში“ (1932 წ.) და „სიკვდილი კრედიტით“ (1936 წ). ეს ნაწარმოებები გამოსვლისთანავე ითარგმნა სხვადასხვა ენაზე. მიუხედავად პოპულარობისა, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს სელინს საოკუპაციო რეჟიმთან კავშირში დასდეს ბრალი, მოგვიანებით კი გადაასახლეს. 1951 წელს ყველასაგან მივიწყებული ლუი-ფერდინანდ სელინი სამშობლოში დაბრუნდა და პარიზის გარეუბან მიოდონში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ღარიბთათვის პრაქტიკოს ექიმად მუშაობდა.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.