Image Alt

წიგნები

არსთა მესნევი (წიგნი მესამე)

33,90 

ჯალალ ედ-დინ მოჰამმად ბ. ბაჰა’ ად-დინ მოჰამმად იბნ ბალხი (1207-1273 წწ.), რომელიც ცნობილია ზედწოდებითაც „მოულანა“ („ჩვენი ბატონი“), გამოჩენილი სპარსელი მისტიკოსი და პოეტი, მოულავიას სუფიური საძმოს დამაარსებელ-ეპონიმი და არაფორმალური ხელმძღვანელი – დაიბადა ბალხში (ჩრდილოეთ ავღანეთში) 1207 წლის 30 სექტემბერს და გარდაიცვალა კონიაში (მცირე აზიაში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე) 1273 წლის 7 დეკემბერს.

ეს წიგნი მესამე ნაწილია რუმის უმთავრესი ნაწარმოების, ექვსნაწილიანი პოემის – „არსთა მესნევისა“.

არაბულ-სპარსული ლექსთწყობის, „არუდის“ სპეციფიკური სალექსო საზომის – „მასნავის“ – ფორმით შექმნილ ამ უკვდავ პოემას თავისი დიდი მნიშვნელობის გამო ზოგჯერ „სპარსულ ყურანადაც“ მოიხსენიებენ. ნაწარმოები აღმოსავლური (მუსლიმური) მისტიციზმის ნამდვილ ენციკლოპედიად გვევლინება და თავს უყრის მისი შექმნის დროისათვის ისლამურ სამყაროში წამოჭრილ ყველა მნიშვნელოვან სააზროვნო ტენდენციას. ამ ტენდენციათა გარკვევაში ქართველ მკითხველს თარგმანს თან დართული კომენტარები დაეხმარება.

პოემის მიზანია, მკითხველი ღმერთთან მიახლების, ადამიანის ღმერთში განზავების მისტიკურ საიდუმლოებებს აზიაროს, ნაწარმოების თითოეული ნაწილი კი, მისი ყოველი წიგნი, ამ მეტაფიზიკური კიბის ახალი, წინასთან დაკავშირებული, თუმცა თვისებრივად განსხვავებული საფეხურია.

მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე

მარაგში

არტიკული: 9789941373978 კატეგორია: ჭდე:
SKU: 9789941373978
ყდის ტიპი: მაგარი
გამოცემის წელი: 2023
ფორმატი: 14.50 X 21.50
გვერდების რაოდენობა: 691

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.