Image Alt

წიგნები

სხვისი კინო

„სხვისი კინო“ ბესო სოლომანაშვილის მოთხრობების კრებულია და მასში სამი ახალი და ერთი რედაქტირებული მოთხრობაა შესული. ავტორი არ ღალატობს თავს და სულ ძალადობაზე ჰყვება – ძალადობის საფუძვლებსა და მის მძიმე შედეგებზე – ხან ტრაგიზმით, ხან გროტესკით და ხანაც სევდით. თუ ერთ მოთხრობაში ტელევიზიის მუშაობაზე ლაპარაკობს ირონიულად, მეორეში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მამისა და მისი ვაჟების ტრაგიკული ისტორიაა აღწერილი, მესამეში სულაც სატელეფონო სექსის თანამშრომლის ვნებებია… მოკლედ, ეს ისტორიები არის ადამიანებზე, რომლებიც მოხვედრილან „სხვის კინოში“, სადაც მათ არავინ ელოდება და არც თვითონ სურთ იქ ყოფნა…

მკითხველი უკვე იცნობს ბესო სოლომანაშვილის მოთხრობების სხვა კრებულებს, ხოლო რომანმა „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“ ლიტერატურული პრემია „საბა“ (2020) დაიმსახურა.

არტიკული: 9789941307522 კატეგორია: ჭდე:

საქართველო

ბესო სოლომანაშვილი

დაიბადა 1964 წელს

ბესო სოლომანაშვილმა უმაღლესი განათლება მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი: ვერნისაჟი, სისხლიანი სცენარი, დეტონატორი და სრულმეტრაჟიანი ფილმი ბოსტანი კონფლიქტის ზონაში, ასევე რამდენიმე დოკუმენტური ფილმი და ბიოგრაფიული ფილმების ციკლი პირველი რესპუბლიკის შესახებ. 1996 წლიდან დღემდე მუშაობს სხვადასხვა ტელეკომპანიაში გადაცემების და მხატვრული სერიალების დამდგმელ რეჟისორად. არის პოპულარული ქართული სერიალის ჩემი ცოლის დაქალების რეჟისორი.

ბესო სოლომანაშვილი კარგად იცნობს საქართველოს ძველ და უახლეს ისტორიას, რაც მის ნაწარმოებებშიც ვლინდება. გამოცემული აქვს მოთხრობების სამი კრებული.

ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა, ანუ ამბავი ჯალათი პაპაჩემისა, დედაჩემის მამა რომ იყო; ალუზიური მისტიფიკაცია მისი პირველი რომანია (2019).

აღწერა

ISBN 9789941307522
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

13.50 X 19.50

გვერდების რაოდენობა

242

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…