Image Alt

წიგნები

მსხლების მინდორი

13,90 

„…„ამ ზამთარს აქ აღარ გავჩერდები“, ფიქრობს ლელა და რკინის კიბეზე მომდგარ მზეს ეფიცხება. ვანოს რომ მოკლავს, თავის გამზადებულ ჩანთას აიღებს და წავა. შეიძლება ლოტკინზე ავიდეს, ძველ ინტერნატელებთან… იქ ციგნები არიან, ზოგს იცნობს, შეიძლება იმათთან გაჩერდეს ცოტა ხანს… შეიძლება იანა მოძებნოს მარჯანიშვილზე. ბოლო-ბოლო, ვაგზალზე გავა და მატარებელს გაჰყვება დასავლეთისკენ. ბათუმში ჩასვლაც შეიძლება…“

„მსხლების მინდორი“ ნანა ექვთიმიშვილის პირველი რომანია, რომელიც პირველად 2015 წელს გამოიცა, 2021 წელს კი რომანმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა: მოხვდა ბუკერის გრძელ სიაში და იბიარდის მოკლე სიაში. რომანი თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე და იგეგმება მისი სხვა ენებზე გამოცემაც.

შეიძინეთ წინასწარ და დაელოდეთ ჩვენს კურიერს, რომელიც წიგნს გამოცემიდან რამდენიმე დღეში პირდაპირ სახლში მოგიტანთ. წიგნი ივნისის ბოლოს გამოიცემა.

არტიკული: 9789941307461 კატეგორია: ჭდე:

ნანა ექვთიმიშვილი

დაიბადა 1978 წელს

პირველად ნანა ექვთიმიშვილის მოთხრობები გამოქვეყნდა 1999 წელს ჟურნალ „არილში“. არის რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი.

2013 წელს მისი ქართული მხატვრული ფილმი „გრძელი ნათელი დღეები“ მრავალი ქვეყნის კინოეკრანზე გამოვიდა და მსოფლიოს სხვადასხვა კინოფესტივალზე 30-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა.

მისი შემდეგი ფილმი, „ჩემი ბედნიერი ოჯახი'' არის 2017 წლის ქართული დრამა. ფილმი საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი კინოპროდუქციაა და მისი პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა. მალევე გახდა ცნობილი, რომ Netflix-მა ფილმის დისტრიბუციის უფლება შეიძინა და „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ IndiWire-ის 2017 წლის იმ 50 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა, რომელიც Netflix-ზე გავიდა. იმის შემდეგ, რაც ფილმი ხელმისაწვდომი გახდა თითქმის ყველა პლატფორმაზე, მან ასევე Rotten Tomatoes-ზე უმაღლესი შეფასება 100% მიიღო. საქართველოში კი, პრემიერა 2017 წლის 28 სექტემბერს გაიმართა.

„მსხლების მინდორი“ ნანა ექვთიმიშვილის პირველი რომანია, რომელიც 2015 წელს გამოიცა, 2021 წელს კი რომანმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა: მოხვდა ბუკერის გრძელ სიაში და იბიარდის მოკლე სიაში. რომანი თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე და იგეგმება მისი სხვა ენებზე გამოცემაც.

აღწერა

ნანა ექვთიმიშვილი დაიბადა 1978 წელს, თბილისში. პირველად მისი მოთხრობები გამოქვეყნდა 1999 წელს ჟურნალ „არილში“. არის რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი.

2013 წელს მისი ქართული მხატვრული ფილმი „გრძელი ნათელი დღეები“ მრავალი ქვეყნის კინოეკრანზე გამოვიდა და მსოფლიოს სხვადასხვა კინოფესტივალზე 30-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა.

მისი შემდეგი ფილმი, „ჩემი ბედნიერი ოჯახი” არის 2017 წლის ქართული დრამა. ფილმი საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი კინოპროდუქციაა და მისი პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა. მალევე გახდა ცნობილი, რომ Netflix-მა ფილმის დისტრიბუციის უფლება შეიძინა და „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ IndiWire-ის 2017 წლის იმ 50 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა, რომელიც Netflix-ზე გავიდა. იმის შემდეგ, რაც ფილმი ხელმისაწვდომი გახდა თითქმის ყველა პლატფორმაზე მან ასევე Rotten Tomatoes-ზე უმაღლესი შეფასება 100% მიიღო. საქართველოში კი, პრემიერა 2017 წლის 28 სექტემბერს გაიმართა.

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941307461

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

222

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…