Image Alt

ავტორი

დაიბადა 1978 წელს

პირველად ნანა ექვთიმიშვილის მოთხრობები გამოქვეყნდა 1999 წელს ჟურნალ „არილში“. არის რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი.

2013 წელს მისი ქართული მხატვრული ფილმი „გრძელი ნათელი დღეები“ მრავალი ქვეყნის კინოეკრანზე გამოვიდა და მსოფლიოს სხვადასხვა კინოფესტივალზე 30-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა.

მისი შემდეგი ფილმი, „ჩემი ბედნიერი ოჯახი'' არის 2017 წლის ქართული დრამა. ფილმი საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი კინოპროდუქციაა და მისი პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა. მალევე გახდა ცნობილი, რომ Netflix-მა ფილმის დისტრიბუციის უფლება შეიძინა და „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ IndiWire-ის 2017 წლის იმ 50 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა, რომელიც Netflix-ზე გავიდა. იმის შემდეგ, რაც ფილმი ხელმისაწვდომი გახდა თითქმის ყველა პლატფორმაზე, მან ასევე Rotten Tomatoes-ზე უმაღლესი შეფასება 100% მიიღო. საქართველოში კი, პრემიერა 2017 წლის 28 სექტემბერს გაიმართა.

„მსხლების მინდორი“ ნანა ექვთიმიშვილის პირველი რომანია, რომელიც 2015 წელს გამოიცა, 2021 წელს კი რომანმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა: მოხვდა ბუკერის გრძელ სიაში და იბიარდის მოკლე სიაში. რომანი თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე და იგეგმება მისი სხვა ენებზე გამოცემაც.

ნანა ექვთიმიშვილი