Image Alt

წიგნები

ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი

9,90 

ნიუტ სკამანდერის ენციკლოპედიურ ნაშრომში თავმოყრილია ცნობები ჯადოსნურ ცხოველებზე, რომელთაც ცნობილი მაგიზოოლოგი მთელ მსოფლიოში ეძებდა და იკვლევდა.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941239274 კატეგორია: ჭდე: ,

გაერთიანებული სამეფო

ჯოან როულინგი

დაიბადა 1965 წელს

ჯოან როულინგი დაიბადა ინგლისში, ბრისტოლთან ახლოს.

მწერალს დიდი წარდგენა არ სჭირდება: ის ავტორია წიგნების სერიისა ჰარი პოტერის შესახებ, რომელიც ყველა დროის ყველაზე გაყიდვად სერიად ითვლება. ტირაჟმა 500 მილიონ გაყიდულ ეგზემპლარს გადააჭარბა. ნაკლებ სავარაუდოა, რომ რომელიმე ცოცხალ მწერალს ჯ. კ. როულინგზე უფრო დიდი აუდიტორია ჰყავდეს.

ამავე დროს იგი არის კინოპროდიუსერი, სცენარის ავტორი და ფილანთროპი. საქველმოქმედო საქმიანობა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. 2005 წელს მან დააარსა საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია „ლუმოსი“. 2007 წელს Time-ის „წლის ადამიანის“ წოდების პრეტენდენტი იყო, ხოლო 2010 წელს ყველაზე გავლენიან ბრიტანელ ქალად დასახელდა.

აღწერა

მთარგმნელი: ქეთევან ყანჩაშვილი

ნიუტ სკამანდერის ენციკლოპედიურ ნაშრომში თავმოყრილია ცნობები ჯადოსნურ ცხოველებზე, რომელთაც ცნობილი მაგიზოოლოგი მთელ მსოფლიოში ეძებდა და იკვლევდა.

ამ განახლებულ გამოცემაში დამატებულია სკამანდერის საგანგებო წინასიტ­ყვაობა, რომელშიც ავტორი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობის რამდენიმე დეტალს იხსენებს, და ექვსი ახალი ჯადოსნური ცხოველი, რომლებიც ამერიკის გარდა თითქმის არსად შეუნიშნავთ.

წიგნის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი გადაეცემა საქველმოქმედო ფონდებს – Comic Relief-სა და Lumo-ს, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ მონაწილე ხდებით ერთობლივი, ძლიერი ჯადოსნობისა, რომელიც მანტიკორას თავდასხმასაც კი იოლად მოიგერიებს.

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.147 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941239274

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

128

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…