25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

იესოს სახარება

14,90 

მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე

„იესოს სახარება“ 1991 წელს გამოიცა და სწრაფად მოუტანა ავტორს აღიარება. ამ ერთი შეხედვით სკანდალურ ნაწარმოებში აღწერილია იესოს დაბადება, ბავშვობა და სიყმაწვილე – გზა მისი ადამიანობიდან გაღმერთებამდე.

მარაგშია

არტიკული: 9789941239403 კატეგორია: ჭდე:

პორტუგალია

ჟოზე სარამაგუ

1922 - 2010

დაიბადა აზინიაგაში, პორტუგალიაში, გლეხის ოჯახში. დედამისის მშობლები მეღორეები იყვნენ, მამა პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა, მისი დაბრუნების შემდგომ კი მალევე ლისაბონში გადასახლდნენ. სარამაგუ თავისი დედის მამაზე ამბობდა, ყველაზე ბრძენი ადამიანი იყო, ვისაც კი შევხვედრივარ და ჩემზე დიდი გავლენა ჰქონდა, მდიდარი ოჯახიდან რომ ყოფილიყო, დღეს ალბათ სხვა ადამიანი ვიქნებოდიო.

სარამაგუ უდავოდ ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი მწერალია, პორტუგალიურ ლიტერატურაში კამოეშის, პესოას, კეირუშისა და სხვების ერთგვარი ლოგიკური შეჯამება ერთ ადამიანში. წერას გვიან მიჰყო ხელი და მის შემოქმედებას სათანადო აღიარება მოჰყვა და 1998 წელს ნობელის პრემიითაც დააჯილდოეს, რამაც, ავტორი, მისივე თქმით, გააოცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არაერთხელ უვარაუდიათ მანამდეც.

ავტორი კომუნისტი იყო და ბოლომდე ერთგული დარჩა ამ პოლიტიკური მრწამსისა, ხოლო რაც შეეხება მის რელიგიურ შეხედულებებს, ათეისტი იყო და არც ამ მხრივ შეცვლილა. ორივე გარემოება სხვადასხვა დროს და სხვადასხვა კონტექსტში არაერთხელ გამხდარა დამაბრკოლებელი გარემოება, მაგრამ ჯიუტი ავტორი ბოლომდე უტეხად იცავდა თავის პოზიციებს.

აღწერა

ჟოზე სარამაგუს (1922-2010) ნამდვილი გვარია დე სუზა. ის პორტუგალიის სოფელ აზინაგაში, გლეხის ოჯახში დაიბადა და მოგვიანებით.ოჯახთან ერთად ლისაბონში გადავიდა საცხოვრებლად. ტექნიკური სასწავლებლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ავტოშემკეთებლად, შემდეგ თარჯიმნობა.სცადა და ერთხანს ჟურნალისტიც იყო.

სარამაგუმ წერა 58 წლის ასაკში დაიწყო. ის მრავალი რომანის, პოემის, ზღაპრისა და სხვა ლიტერატურული.ნაწარმოების ავტორია. მისი ყველაზე ცნობილი რომანი, „იესოს სახარება“ 1991 წელს გამოიცა და სწრაფად.მოუტანა ავტორს აღიარება. ამ ერთი შეხედვით სკანდალურ ნაწარმოებში აღწერილია.იესოს დაბადება, ბავშვობა და სიყმაწვილე – გზა მისი ადამიანობიდან გაღმერთებამდე.

„იესოს სახარებას“ მალევე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასება. ვატიკანმა.ნაწარმოებს “მკრეხელური” უწოდა, მწერალი კი კანონიკურ სახარებათა პაროდიის დაწერისთვის მწვალებლად.შერაცხა. თუმცა, იყო სხვაგვარი აზრიც – ლისაბონის კარდინალის სიტყვით, „არ არსებობს გონიერი მორწმუნე, რომელიც ამ რომანით არ აღფრთოვანდება“.
ასეა თუ ისე, „იესოს სახარებამ“ განსაკუთრებული როლი შეასრულა ავტორის.ბიოგრაფიაში და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ გახდა სარამაგუ პირველი.პორტუგალიურენოვანი მწერალი, რომელსაც ნობელის პრემია.მიანიჭეს ლიტერატურაში.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

 

 

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.445 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941239403

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

478

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „იესოს სახარება“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *