Image Alt

ავტორი

1843 - 1916

ჰენრი ჯეიმზი ამერიკულ-ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსია. თავის თხზულებებს (20 რომანი, 112 მოთხრობა და 12 პიესა) იგი 50 წლის განმავლობაში წერდა, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, ჯერ როგორც რეალიზმის, შემდეგ კი მოდერნიზმის მიმდევარი.

1875-1876 წლებში პარიზში მან გაიცნო ივან ტურგენევი, მისი მეშვეობით კი გუსტავ ფლობერის გარემოცვაში აღმოჩნდა, სადაც ემილ ზოლა, ალფონს დოდე და გი დე მოპასანი იყვნენ თავმოყრილნი.

1876 წელს იგი ინგლისში გადავიდა და დაიმკვიდრა სახელი, როგორც ტრანსატლანტიკური კულტურის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ფიგურამ. ჰენრი ჯეიმზი არასდროს უშინდებოდა ფორმებსა თუ გამოწვევებს და თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მწერალიც გახლდათ. იგი იყოერთ-ერთი პირველი ავტორი, რომელიც თავის ნაწერებში „ცნობიერების ნაკადს“ იყენებდა.

მისი შემოქმედების რამდენჯერმე გადააზრების შემდგომ ჰენრი ჯეიმზის მნიშვნელობა კიდევ უფრო აღიარეს.

ჰენრი-ჯეიმზი

ა.შ.შ. / გაერთიანებული სამეფო

ჰენრი ჯეიმზი