Image Alt

წიგნები

Homo Faber (ჰომო ფაბერი)

12,90 

მთარგმნელი: დალი ფანჯიკიძე

მაქს ფრიშის ეს გამორჩეული რომანი მწარმოებელი, ტექნოლოგიური პროგრესის საუკუნეში „დაკარგული“ ადამიანის მიერ საკუთარი თავის პოვნის ამბავია.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941238819 კატეგორია: ჭდე: ,

შვეიცარია

მაქს ფრიში

1911 - 1991

იყო მწერალი, დრამატურგი, არქიტექტორი და ფილოსოფოსი. ფრიში თავის ტექსტებში აქცენტს აკეთებდა ადამიანის ინდივიდუალიზმის დაპირისპირებაზე საზოგადოებასთან, მორალთან, პოლიტიკურ და სოციალურ პასუხისმგებლობასთან. იყო შვეიცარიელი ავტორების გაერთიანების - ე.წ. „ოლტენის ჯგუფის“ - ერთ-ერთი დამაარსებელი.

აღიარება სიცოცხლეშივე მოიპოვა და არაერთი ჯილდოს მფლობელიც გახდა. საპატიო ხარისხი მიენიჭა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. მშობლიურ ქალაქ ციურიხში, სადაც გარდაიცვალა კიდეც, მისი სახელობის პრემია დაწესდა, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ გაიცემა.

აღწერა

შვეიცარიელი მწერლისა და დრამატურგის, მაქს ფრიშის ცნობილი და ერთ-ერთი საუკეთესო რომანი Homo Faber მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარი სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად ადამიანის ცხოვრებასა და ცნობიერებაში მომხდარი ცვლილებების, ადამიანის ადამიანური გრძნობებისა და განცდების, უფრო სწორად კი, მათთან გაუცხოების შესახებ მოგვითხრობს. შუახნის წარმატებულ ინჟინერს, ვალტერ ფაბერს (მეტსახელად HOMO FABER-ს), რომელიც აგდებით უყურებს ადამიანურ სენტიმენტებს, თავისზე გაცილებით ახალგაზრდა ქალი, ზაბეტი შეუყვარდება და განცდები უბრუნდება – იცვლება. მისი  დამოკიდებულება ადამიანების, მთლიანად გარესამყაროს მიმართ და ამ ცვლილებებს უკვე ზაბეტის ტრაგიკული სიკვდილიც ვეღარ აფერხებს.

მაქს ფრიშის ეს გამორჩეული რომანი მწარმოებელი, ტექნოლოგიური პროგრესის საუკუნეში „დაკარგული“ ადამიანის მიერ საკუთარი თავის პოვნის ამბავია.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

ISBN 9789941238819
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2017

ფორმატი

13.00 X 20.00

გვერდების რაოდენობა

260

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.253 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…