Image Alt

ავტორი

1877 - 1962

ჰერმან ჰესე გერმანელ-შვეიცარიელი მწერალია, რომლის შთამბეჭდავმა შემოქმედებამ მსოფლიო ლიტერატურას სამუდამოდ კვალი დაამჩნია. 1946 წელს მწერალს ნობელის პრემია მიენიჭა.

გერმანულ ნაციზმთან შეუთავსებლობის გამო იგი შვეიცარიაში გადასახლდა და იქ აგრძელებდა მოღვაწეობას. სამშობლოდან მას უგზავნიდნენ მუქარის წერილებს და ამიტომ ჰიტლერისა და მისი რეჟიმის აღზევებასთან ერთად ჰესემ 1923 წელს შვეიცარიის მოქალაქეობა მიიღო და იქ დასახლდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგი სათანადოდ აღიარეს, მაგრამ ნაცისტური რეჟიმის მიერ დაგმობილი მისი ტექსტები კარგა ხანს გამოუქვეყნებელი რჩებოდა.

მის შემოქმედებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მოგზაურობამ ინდოეთში. ჰესე ამბობდა, რომ დასავლურზე ბევრად დიდი გავლენა ჩემზე ჩინურმა და ინდურმა ფილოსოფიამ იქონიაო.

ჰესე გატაცებული იყო ფერწერით და თავადაც ხატავდა, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა მისთვის ჰქონდა მუსიკას, რაც კარგად ჩანს მის სხვადასხვა ნაწარმოებებში.

ჰერმან ჰესე დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან გერმანულენოვან მწერლად.

ჰერმან-ჰესე

გერმანია / შვეიცარია

ჰერმან ჰესე