გახლეჩილი აპრილი
14,90 ₾
მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი
რომან „გახლეჩილი აპრილის“ მთავარმა გმირმა, ალბანეთის მთიანეთის მკვიდრმა, 26 წლის ჯორჯ ბერიშამ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ადათების კოდექსის, „კანუნის“, უმკაცრესი წესების თანახმად მოკლული უფროსი ძმის სისხლი უნდა აიღოს – გზაზე ჩაუსაფრდეს მკვლელს და თოფი ესროლოს. ამ წესს რომ აღასრულებს, 30 დღის გასვლის შემდეგ თავად ის უნდა მოკლას მოსისხლე ოჯახის წევრმა და ასე დაუსრულებლად…
ამ დროს ზეგანზე ეტლით მოგზაურობს ქალაქელი ახალგაზრდა წყვილი, რომელიც თაფლობის თვეს ატარებს და თან მთის მკაცრ ადათ-წესებს შეისწავლის. პატარძლისთვის ეს საშინელი წესები მიუღებელია. ქმრის მონათხრობი მისთვის რეალურ სახეს მაშინ იღებს, როდესაც გზაზე გადაეყრებიან რომანის მთავარ გმირს და მათი მზერა ერთმანეთს შეხვდება…
მარაგში
ალბანეთი
დაიბადა 1936 წელს
ისმაილ კადარე უდიდესი ალბანელი მწერალია. მის შემოქმედებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროპული ლიტერატურისთვისაც. იგი დაუპირისპირდა ადგილობრივ ტოტალიტარულ ხელისუფლებას, რაც აისახა მის ნაწარმოებებში ენვერ ხოჯას მმართველობის პერიოდშიც კი, როცა კადარე ალბანეთში ცხოვრობდა. მისი ადრეული ნაწარმოებები იკრძალებოდა და გასაკონტროლებლად ის იძულებით ჩარიცხეს ლეიბორისტულ პარტიაში. 1975 წელს პოლიტიკური ლექსის გამოქვეყნებისთვის გარკვეული ხნით ფიზიკური შრომა მიუსაჯეს. კომუნიზმის დამხობის შემდეგ კადარე სანახევროდ საფრანგეთში გადასახლდა.
სხვადასხვა დროს მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო პრემია, მათ შორის 2005 წელს - ბუკერის ჯილდო, 2015 წელს - იერუსალიმის პრიზი და სხვ. 2016 წელს მას საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი გადაეცა.
ისმაილ კადარეს ხშირად ასახელებენ ნობელის პრემიის მიღების სავარაუდო პრეტენდენტთა შორის.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.