Image Alt

ჩემი სკოლა – ახალი სერია ბავშვებისთვის

ჩემი სკოლა - ქავერი

ჩემი სკოლა – ახალი სერია ბავშვებისთვის

სულაკაურის გამომცემლობა ©

„ჩემი სკოლა” „სულაკაურის გამომცემლობის“ ახალი სერიაა, რომელიც სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსს აერთიანებს დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის.

სერიის კონცეფცია ეროვნული სასწავლო გეგმით განზაღვრულ საგნობრივ სტანდარტებს ეყრდნობა. სხვადასხვა შინაარსისა თუ ფორმატის რესურსები – ლოტო, ბარათები, მოძრავი რიცხვები და ასოები, და ა.შ. – ბავშვებს საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა-განვითრებასა და სკოლაში მიღებული ცოდნის განმტკიცებაში დაეხმარება.

სერია „ჩემი სკოლის“ კონცეფცია პროგრესული განათლების უმთავრეს პრინციპს – თამაშით სწავლებას ეყრდნობა. აღნიშნული პრინციპი ბევრად უფრო მიმზიდველს ხდის შემეცნების პროცესს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კოგნიტური თუ სოციალური უნარების განვითარებას. ბავშვი საკუთარი ნებით, ენთუზიაზმით ერთვება თამაშში და ადვილად, ძალდატანების გარეშე შეიმეცნებს სიახლეს.

შემეცნებითი გასართობები განსაკუთრებით საჭირო და აქტუალურია დღეს, როცა ბავშვებს მეტი დროის გატარება უწევთ შინ. სწორედ ამ მოსაზრებათა შეჯერებით შეიქმნა „ჩემი სკოლა“ – შემეცნებითი ყუთების სერია, რომელიც განკუთვნილია დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის და დაყოფილია როგორც სასკოლო საგნების, ისე კლასების მიხედვით.

სერიის სახელწოდების მიუხედავად, მისი რესურსების გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ კლასში, არამედ შინ სამუშაოდაც და გათვალისწინებულია როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური აქტივობებისთვის. სერიის ფარგლებში შექმნილ შემეცნებით თამაშებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არა მხოლოდ ყუთზე მითითებული კონკრეტული ასაკის ბავშვებს, არამედ მათ უფროს მეგობრებსა თუ და-ძმებს და ოჯახის ზრდასრულ წევრებსაც კი, რაც კიდევ უფრო აამაღლებს დაწყებითი სკოლის მოსწავლის ენთუზიაზმს.

სერია „ჩემი სკოლა“ არაერთ დასახელებასა და მრავალფეროვან რესურსებს აერთიანებს:

1. ლოტოები

ლოტოები

ყველასთვის საყვარელი თამაში – ლოტო – „ჩემი სკოლის“ სერიაში შემეცნებით აქტივობად იქცა. სერიის ლოტოები ბავშვებს სიტყვების სწავლასა და მათ ვიზუალებთან ერთმანეთთან დაკავშირებაში დაეხმარება, გაუმარტივებს შეკრება-გამოკლების სწავლას.

1.1 ლოტო: რიცხვები და შეკრება-გამოკლება   
ლოტო: რიცხვები და შეკრება-გამოკლება
კლასი: I-II
ყუთში დაგხვდებათ: ბუკლეტი თამაშის ინსტრუქციით; 12 ორმხრივი დაფა; რიცხვების 3 გროვა

„ლოტო: რიცხვები და შეკრება-გამოკლება“ ბავშვებს გაუადვილებს პირველი არითმეტიკული მოქმედებების შესრულებას. მხიარული თამაშებით მოსწავლეები რაოდენობის სწრაფად დათვლასა და შეკრება-გამოკლებაში გაიწაფებიან. 

1.2 ლოტო: ნახატი და სიტყვა

1.2 ლოტო: ნახატი და სიტყვა

კლასი: I-II
ყუთში დაგხვდებათ: წიგნი; 8 დაფა; 40 სიტყვა

იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით შექმნილი ლოტოს სათამაშო ნაკრებში მოცემული 4 წითელი დაფა, 4 ლურჯი დაფა და სიტყვების მარაგი 40 ბარათით ოთხი საინტერესო და სახალისო თამაშისთვისაა განკუთვნილი: ნახატი და სიტყვა; სიტყვების დაჯგუფება; სიტყვის მარცვლები; მინიშნებით სიტყვის პოვნა. 

თამაშში ჩართვა ორ, სამ ან ოთხ მოთამაშეს შეუძლია. შეიძლება ითამაშოს მეხუთე წევრმაც – ის „სიტყვების მკითხველი“ იქნება. ოთხივე თამაშის ინსტრუქცია პატარა წიგნშია მოცემული. ამავე წიგნის ბოლოს ნახავთ სწორ პასუხებსაც.

„ლოტო: ნახატი და სიტყვა“ საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვმა თამაშით აღმოაჩინოს ახალი სიტყვები, დაუკავშიროს ყოველდღიურობას, დაიმახსოვროს და გაიმდიდროს ლექსიკური მარაგი.

2. მოძრავი ანბანები და რიცხვები

მოძრავი ანბანები და რიცხვები

თითოეული რესურსი შექმნილია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და განკუთვნილია როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური მუშაობისთვის, მათ შორის კლასში. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ აქტივობებში გასარკვევად მათ თავდაპირველად უფროსები დაეხმარონ.

2.1 მოძრავი ანბანი – ა ბ გ
ჩემი სკოლა
კლასი: I; საგანი: ქართული ენა
ყუთში დაგხვდებათ: ილუსტრირებული წიგნი; 10 დაფა აქტივობებით; მოძრავი ქართული ანბანი

ყუთში თავმოყრილი რესურსების – ილუსტრირებული წიგნის, მაგნიტური დაფებისა და ფერადი მოძრავი ქართული ანბანის – დახმარებით, ბავშვები შეძლებენ ასოების ანბანზე დალაგებას, სიტყვაში გამოტოვებული ასოს ჩასმას, სიტყვის პირველი ასოს მოძებნას და ა.შ. საინტერესო და მხიარული აქტივობების პირობები დაფებზევეა განმარტებული. „მოძრავი ანბანი – ა ბ გ“ განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომლებიც იწყებენ ქართული ანბანის შესწავლას სკოლაში ან სახლში. იგი საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ადვილად ამოიცნონ და დაიმახსოვრონ ქართული ასოები, წერაში გაწაფვამდე შეძლონ ნაცნობი სიტყვების ამოკითხვა და „დაწერა“.

2.2 მოძრავი ანბანი – A B C

მოძრავი ანბანი - A B C

კლასი: I-II; საგანი: ინგლისური ენა
ყუთში დაგხვდებათ: წიგნი; 10 დაფა; მოძრავი ინგლისური ანბანი

ყუთში თავმოყრილი რესურსების – ილუსტრირებული წიგნის, დაფებისა და ფერადი მოძრავი ინგლისური ანბანის – დახმარებით, ბავშვები შეძლებენ ასოების ანბანზე დალაგებას, დიდი და პატარა ასოების დაწყვილებას, სიტყვაში გამოტოვებული ასოს ჩასმას, სიტყვის პირველი ასოს მოძებნას და ა.შ. საინტერესო და მხიარული აქტივობები, რომელთა პირობები დაფებზევეა განმარტებული, ბავშვებს უცხო ენასთან პირველ შეხებას გაუადვილებს. „მოძრავი ანბანი – A B C განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომლებიც იწყებენ ინგლისური ანბანის შესწავლას სკოლაში ან სახლში. იგი საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ადვილად ამოიცნონ და დაიმახსოვრონ ლათინური ასოები, წერაში გაწაფვამდე შეძლონ ნაცნობი სიტყვების ამოკითხვა და „დაწერა“.

2.3 მოძრავი რიცხვები – 1 2 3

მოძრავი რიცხვები - 1 2 3

 კლასი: I; საგანი: მათემატიკა
ყუთში დაგხვდებათ: წიგნი; 10 დაფა; მოძრავი რიცხვებ

ყუთში თავმოყრილი რესურსების – ილუსტრირებული წიგნის, დაფებისა და მოძრავი ფერადი რიცხვების – დახმარებით, ბავშვები შეძლებენ მარტივად დათვლას, დაფის ცარიელ ჩარჩოში მითითებული ან გამოტოვებული ციფრის ჩასმას, შეკრება-გამოკლებას, მარტივი ამოცანის ციფრებით გამოსახვას და ამოხსნას, უტოლობის შედგენას. საინტერესო და მხიარული აქტივობები, რომელთა პირობები დაფებზევეა განმარტებული, ბავშვებს მათემატიკასთან პირველ შეხებას გაუადვილებს. „მოძრავი რიცხვები – 1 2 3“ განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომლებიც იწყებენ მათემატიკის შესწავლას სკოლაში ან სახლში. იგი საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ადვილად ამოიცნონ და დაიმახსოვრონ ციფრები, შეძლონ საგნების რაოდენობების აღქმა და მათი რიცხვებით გამოსახვა.

 

3. მაგნიტური ანბანები და რიცხვები

მაგნიტური ანბანები და რიცხვები

მაგნიტური მოძრავი ასოები და რიცხვები სერია „ჩემი სკოლის” დამატებითი რესურსია. მაგნიტური ასოები და რიცხვები ბავშვებს წერა-კითხვის, მარტივი მათემატიკური მოქმედებებისა და დათვლის შესწავლაში დაეხმარება. მაგნიტები, თავისი წიგნით, სახალისო და შემეცნებითი აქტივობებისთვისაა განკუთვნილი და შესაძლებელია გამოიყენებოდეს როგორც დამოუკიდებლად, ასევე დამატებით მასალად მოძრავი ასოებისა რიცხვების ყუთებთან ერთად.

3.1 მაგნიტური მოძრავი ანბანი – ა ბ გ
მაგნიტური მოძრავი ანბანი - აბგ
შეფუთვაში დაგხვდებათ: წიგნი; მაგნიტური მოძრავი ქართული ანბანი

მაგნიტური მოძრავი ქართული ანბანის (ფერადი ქართული ასოების ნაკრები) დახმარებით, ბავშვები შეძლებენ ქართულ ენაზე მარტივი სიტყვების შედგენასა და ამოკითხვას.

3.2 მაგნიტური მოძრავი ანბანი – A B C

მაგნიტური მოძრავი ანბანი - ABC

შეფუთვაში დაგხვდებათ: წიგნი; მაგნიტური მოძრავი ინგლისური ანბანი

მაგნიტური მოძრავი ინგლისური ანბანის (ფერადი ინგლისური ასოების ნაკრები) დახმარებით, ბავშვები შეძლებენ ინგლისურ ენაზე მარტივი, საბაზისო სიტყვების შედგენასა და ამოკითხვას.

3.3 მაგნიტური მოძრავი რიცხვები

 მაგნიტური მოძრავი რიცხვები

შეფუთვაში დაგხვდებათ: წიგნი; მაგნიტური მოძრავი რიცხვები

მაგნიტური მოძრავი რიცხვებისა და მოქმედებათა ნიშნების ნაკრების დახმარებით, ბავშვები შეძლებენ თვლას და მარტივი მათემატიკური მოქმედებების შესრულებას.