წიგნები

წიგნები

ლოტო: ნახატი და სიტყვა

27,90 

კლასი: I-II

ყუთში დაგხვდებათ:

  • წიგნი
  • 8 დაფა
  • 40 სიტყვა

„ლოტო: ნახატი და სიტყვა“ შექმნილია იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით. ლოტოს სათამაშო ნაკრებში მოცემული 4 წითელი დაფა, 4 ლურჯი დაფა და სიტყვების მარაგი 40 ბარათით ოთხი საინტერესო და სახალისო თამაშისთვისაა განკუთვნილი:

  • ნახატი და სიტყვა
  • სიტყვების დაჯგუფება
  • სიტყვის მარცვლები
  • მინიშნებით სიტყვის პოვნა

თამაშში ჩართვა ორ, სამ ან ოთხ მოთამაშეს შეუძლია. შეიძლება ითამაშოს მეხუთე წევრმაც – ის „სიტყვების მკითხველი“ იქნება. ოთხივე თამაშის ინსტრუქცია პატარა წიგნშია მოცემული. ამავე წიგნის ბოლოს ნახავთ სწორ პასუხებსაც.

ლოტო: ნახატი და სიტყვა საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვმა თამაშით აღმოაჩინოს ახალი სიტყვები, დაუკავშიროს თავის ყოველდღიურობას, ადვილად დაიმახსოვროს ისინი და, ამგვარად, გაიმდიდროს ლექსიკური მარაგი.

მხოლოდ 9 ცალია მარაგში

არტიკული: 9789941306266 კატეგორია: ჭდე:

აღწერა

სათამაშოდ შეკრებილი მეგობრები ლოტოს ყუთში აღმოაჩენენ წითელ და ლურჯ დაფებს, სიტყვების მარაგს 40 ბარათით და წიგნს, რომელშიც თამაშის წესებია ახსნილი.

ლურჯი თუ წითელი დაფების შეჯიბრში ბავშვებმა უნდა სცადონ, რაც შეიძლება სწრაფად ამოიკითხონ სიტყვა და იპოვონ მისი შესაბამისი ნახატი დაფაზე. მოთამაშეებს სიტყვების ამოცნობაში ნახატის ქვეშ მოცემული წყვეტილი ხაზებიც დაეხმარება – ყოველი ნახატის ქვეშ იმდენი ხაზია, რამდენი ასოც არის მის შესაბამის სიტყვაში.

თამაში „სიტყვის მარცვლები“ სიტყვების ადვილად დამარცვლაში, ხოლო “მინიშნებით სიტყვის პოვნა“ სიტყვების ნაცნობ გარემოსთან დაკავშირებასა და დამახსოვრებაში დაეხმარება ახალბედა მოსწავლეებს.

ლოტო: ნახატი და სიტყვა შექმნილია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და განკუთვნილია როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური მუშაობისთვის, მათ შორის – კლასში.

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941306266

ყდის ტიპი

ყუთი

გამოცემის წელი

2020

ავტორი

ნ.გორდელაძე და თ.ნარმანია

ფორმატი

27.5 x 22 x 6

გვერდების რაოდენობა

24

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…