Image Alt

წიგნები

უჩინარი ბავშვი – მუმინები (წიგნი მეოთხე)

11,90 

„ზოგჯერ ცოტა უცნაურად კი იქცევიან, მაგრამ, საერთოდ, წესიერი ხალხია.“

სნუსმუმრიკი გაზაფხულის სიმღერას იგონებს, ტყის ციცქნა არსება კი სახელის დარქმევას სთხოვს;
ტუუტიკი უჩინარ ბავშვს მოუყვანს მუმინებს; ფილიფიონკას კატასტროფის ეშინია;
მუმინტროლი ციცქნა გველეშაპს იპოვის…

„უჩინარი ბავშვი“ მუმინების სერიის ერთადერთი წიგნია, რომელიც მოთხრობებს აერთიანებს.

ფინელი მხატვარი და მწერალი ტუვე იანსონი 25 წლის განმავლობაში ქმნიდა მუმინების სამყაროს.
მუმინების ხეობაში სიყვარულით, მზრუნველობითა და თანაგრძნობით მასპინძლობენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ არსებებს –  სნორკებს, ჰემულებს, ფილიფიონკებსა თუ მიმლებს და ყველაზე უჩვეულო, უკარება, მარტოსულ სტუმარსაც კი თავს შინ აგრძნობინებენ.

ტუვე იანსონის უმთავრეს ადამიანურ ღირებულებებზე აგებული მსოფლმხედველობა მთელ მსოფლიოში მილიონობით მკითხველს ხიბლავს.

  • მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური

მარაგში

არტიკული: 9789941371707 კატეგორია: ჭდე:

ფინეთი

ტუვე იანსონი

1914 - 2001

ტუვე იანსონი ფინეთის ყველაზე ცნობილი მწერალი და მხატვარია. მის წიგნებს, რომლებიც სულ მცირე, ორმოცდაათ ენაზეა თარგმნილი, დღეს მთელ მსოფლიოში კითხულობენ. ტუვე იანსონის მიერ შექმნილ მუმინებს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. სუვენირების, ტანსაცმლის, სამკაულისა თუ აქსესუარების გარდა, არსებობს მუმინების თემატური პარკები და კაფეებიც. ტუვე იანსონის წიგნების კითხვისას სრულიად ახალ, ჯადოსნურ სამყაროში ვხვდებით, რომელიც, ერთი შეხედვით, საერთოდ არ ჰგავს ჩვენს სამყაროს. თუმცა ფინელი მწერლის შემოქმედება სწორედაც რომ ადამიანური სწრაფვების, სევდისა თუ სიხარულის შესახებაა და ნებისმიერი ასაკის მკითხველს უდიდეს სიამოვნებას ჰპირდება.

ISBN 9789941371707
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2023

ფორმატი

12.90 X 19.80

გვერდების რაოდენობა

203

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.