Image Alt

წიგნები

ცნობილი ხუთეული: ხუთეული და იდუმალი ტბა (წიგნი 10)

8,90 

ჯულიენი, დიკი, ენი, ჯორჯი და ტიმი გამოძიებას იწყებენ!

რამდენიმე დღით ბიჭებისა და გოგოების სკოლებში არდადეგები გამოცხადდა. ხუთეულმაც დრო იხელთა და ტიმთან ერთად სალაშქროდ წასვლა დაგეგმა.

მარაგში

გაერთიანებული სამეფო

ენიდ ბლაიტონი

1897 - 1968

ენიდ ბლაიტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო მწერალია. მისი წიგნები თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ენიდ ბლაიტონმა 600-ზე მეტი წიგნი და ასობით მოთხრობა დაწერა. ყველაზე პოპულარული სერია „ცნობილი ხუთეულია“, რომელიც პირველად 1942 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა. მწერალი 1897 წელს ლონდონში დაიბადა. უმეტესად ბაკინგემშირში ცხოვრობდა, უყვარდა ძაღლები, მებაღეობა და ქალაქგარეთ სეირნობა. ბევრი რამ იცოდა მცენარეების, ფრინველებისა და ცხოველების შესახებ. განსაკუთრებით მოსწონდა დორსეტი – მხარე, სადაც ცნობილი ხუთეულის თავგადასავლები ხდება. ენიდ ბლაიტონის სათავგადასავლო ამბებს დღემდე მილიონობით ბავშვი და უფროსი სიამოვნებით კითხულობს.

აღწერა

მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა

ჯულიენი, დიკი, ენი, ჯორჯი და ტიმი გამოძიებას იწყებენ!

რამდენიმე დღით ბიჭებისა და გოგოების სკოლებში არდადეგები გამოცხადდა. ხუთეულმაც დრო იხელთა და ტიმთან ერთად სალაშქროდ წასვლა დაგეგმა.

ბავშვებმა ზურგჩანთები მოიკიდეს და გზას ბედნიერად გაუდგნენ. მიდიოდნენ მშვიდად და არაფერი აღელვებდათ. მაგრამ ლაშქრობის პირველსავე ღამეს დიკს უცხო კაცი გამოეცხადა და უცნაური შეტყობინება გადასცა, თან რაღაც ფურცლის ნაგლეჯიც დაუტოვა, რომელზეც მინიშნებები ეწერა.

ვინ იყო ეს კაცი? რას უნდა ნიშნავდეს უცნაური შეტყობინება ან მინიშნებები? ბავშვები და ტიმი გამოძიებას იწყებენ და იდუმალ ტბაზე მიდიან.  გაჰყევით ცნობილ ხუთეულს და მათთან ერთად გაშიფრეთ მინიშნებები.

ISBN 9789941306860
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

14.00 X 21.00

გვერდების რაოდენობა

196

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…