Image Alt

წიგნები

ცეროდენა ნილს კარლსონი და სხვა ზღაპრები

9,90 

მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური

ამ კრებულში ასტრიდ ლინდგრენის ნაკლებად ცნობილი ზღაპრებია თავმოყრილი, რომელთა უმრავლესობა პირველად ითარგმნა ქართულად. მწერალი, თავის გმირებთან ერთად, უცნაურ სამყაროში გამოგზაურებთ.

მარაგში

შვედეთი

ასტრიდ ლინდგრენი

1907 - 2002 ასტრიდ ლინდგრენი მილიონობით ბავშვის უსაყვარლესი მწერალია. მთელ მსოფლიოში მას საუკეთესო საბავშვო მწერლად მიიჩნევენ. ​ასტრიდ ლინდგრენის წიგნების შთაგონება თავად ავტორის ბავშვობის წლებია. ლინდგრენი შვედეთში, ვიმერბის ფერმაში დაიბადა და ისეთივე ლაღი, მხიარული ბავშვობა ჰქონდა, როგორც მისი წიგნების გმირებს. 2019 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ ლინდგრენის ყველაზე ცნობილი წიგნები „პეპი გრძელწინდა“ და „სახურავის ბინადარი კარლსონი“ პირველად თარგმნა შვედური ენიდან და მკითხველს განახლებული გამოცემები შესთავაზა. გამომცემლობის კატალოგში ასევე აღმოაჩენთ  ავტორის სხვა წიგნებსაც; „ყაჩაღის ასული რონია“, „ბულერბიელი ბავშვები“, „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ „მაწანწალა რასმუსი“, „დეტექტივი კალე ბლუმკვისტი“ და სხვა. თითოეული მათგანი ნებისმიერი ბავშვისთვის ფასდაუდებელი საჩუქარია.

აღწერა

ამ კრებულში ასტრიდ ლინდგრენის ნაკლებად ცნობილი ზღაპრებია თავმოყრილი, რომელთა უმრავლესობა პირველად ითარგმნა ქართულად. მწერალი, თავის გმირებთან ერთად, უცნაურ სამყაროში გამოგზაურებთ.

ბერტილს შეუძლია, ცეროდენა ნისესავით დაპატარავდეს. ბრიტა-კაისა ბაღჩაში თოჯინას გაზრდის. ლოგინს მიჯაჭვული იორანი ყოველ საღამოს მწუხრის ქვეყანაში მიჰყვება ბატონ ლილიონკვასტს. გუნარისა და გუნილას კედლის საათიდან კი ნამდვილი გუგული გამოფრინდება ხოლმე…

ასტრიდ ლინდგრენმა კარგად იცის, რომ ბავშვებსაც შეიძლება სტკიოდეთ, უჭირდეთ, თავი მარტოსულად იგრძნონ. მწერალი მათ სანუგეშებლად ქმნის სამყაროს, სადაც ყველაზე სევდიანი ამბავიც კი შეიძლება კეთილად დასრულდეს.

SKU: 9789941370595
ყდის ტიპი: რბილი
გამოცემის წელი: 2022
ფორმატი: 14.50 X 21.50
გვერდების რაოდენობა: 128

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.