ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები
11,90 ₾
მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი
„ნაყინის სახლი“, „შოკოლადის გზა“, „მსუნაგეთის სამეფო“, „გაქცეული ცხვირი“, „უჩინმაჩინი ტონინო“ – ეს და კიდევ ბევრი სხვა მოკლე და სხარტი ზღაპარი, როგორც ყველა ბავშვისთვის საყვარელი იტალიელი მწერალი, ჯანი როდარი მოგვითხრობს, თურმე ვინმე სინიორ ბიანკის ტელეფონით უამბია თავისი პატარა გოგოსთვის, რომელიც უზღაპროდ ვერაფრით იძინებდა, დედას კი უკვე მოყოლილი ჰქონდა, რა ზღაპრებიც იცოდა, თანაც ზოგიერთი – სამ-სამჯერ.
მარაგში
იტალია
1920 - 1980
ჯანი როდარი მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშნველოვან საბავშვო იტალიელ ავტორად ითვლება. იგი იტალიის ჩრდილოეთით, პატარა ქალაქ ომეგნაში დაიბადა. ახალგაზრდა ჯანი როდარი დაწყებით სკოლაში ასწავლიდა, მეორე მსოფლიო ომის დროს კი გაზეთში დაიწყო ჟურნალისტად მუშაობა. სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა მისი პირველი საბავშვო ნაწარმოებებიც. 1950 წლის შემდეგ თავი მთლიანად სამწერლო საქმიანობას მიუძღვნა. 1970 წელს მან ჰანს ქრისტიან ანდერსენის ჯილდო მიიღო.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.