Image Alt

წიგნები

ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები

10,90 

„ნაყინის სახლი“, „შოკოლადის გზა“, „მსუნაგეთის სამეფო“, „გაქცეული ცხვირი“, „უჩინმაჩინი ტონინო“ – ეს და კიდევ ბევრი სხვა მოკლე და სხარტი  ზღაპარი, როგორც ყველა ბავშვისთვის საყვარელი იტალიელი მწერალი, ჯანი როდარი მოგვითხრობს, თურმე ვინმე სინიორ ბიანკის ტელეფონით უამბია თავისი პატარა გოგოსთვის, რომელიც უზღაპროდ ვერაფრით იძინებდა, დედას კი უკვე მოყოლილი ჰქონდა, რა ზღაპრებიც იცოდა, თანაც ზოგიერთი – სამ-სამჯერ.

არ არის მარაგში

იტალია

ჯანი როდარი

1920 - 1980

ჯანი როდარი მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშნველოვან საბავშვო იტალიელ ავტორად ითვლება. იგი იტალიის ჩრდილოეთით, პატარა ქალაქ ომეგნაში დაიბადა. ახალგაზრდა ჯანი როდარი დაწყებით სკოლაში ასწავლიდა, მეორე მსოფლიო ომის დროს კი გაზეთში დაიწყო ჟურნალისტად მუშაობა. სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა მისი პირველი საბავშვო ნაწარმოებებიც. 1950 წლის შემდეგ თავი მთლიანად სამწერლო საქმიანობას მიუძღვნა. 1970 წელს მან ჰანს ქრისტიან ანდერსენის ჯილდო მიიღო.

აღწერა

მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი

„ნაყინის სახლი“, „შოკოლადის გზა“, „მსუნაგეთის სამეფო“, „გაქცეული ცხვირი“, „უჩინმაჩინი ტონინო“ – ეს და კიდევ ბევრი სხვა მოკლე და სხარტი  ზღაპარი, როგორც ყველა ბავშვისთვის საყვარელი იტალიელი მწერალი, ჯანი როდარი მოგვითხრობს, თურმე ვინმე სინიორ ბიანკის ტელეფონით უამბია თავისი პატარა გოგოსთვის, რომელიც უზღაპროდ ვერაფრით იძინებდა, დედას კი უკვე მოყოლილი ჰქონდა, რა ზღაპრებიც იცოდა, თანაც ზოგიერთი – სამ-სამჯერ.

ეს სინიორ ბიანკი წამლებით ვაჭრობდა და კვირაში ექვსი დღე გზას ადგა: ხან აღმოსავლეთში იყო, ხან – დასავლეთში, მაგრამ სადაც უნდა ყოფილიყო, ყოველ საღამოს შინ ტელეფონით რეკავდა და თავის გოგონას ზღაპარს უყვებოდა. ამ წიგნში სწორედ სინიორ ბიანკის ზღაპრებია თავმოყრილი.

SKU: 9789941239373
ყდის ტიპი: რბილი ყდა
გამოცემის წელი: 2018
ფორმატი: 14.50 X 21.50
გვერდების რაოდენობა: 208

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,247 კგ
ზომები 1,5 × 14,5 × 21,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.