აღწერა
მთარგმნელი: ტაო ჭალიძე
ყველას ჰგონია, რომ შესანიშნავად იცნობს ლიბი სტრაუტს, „ამერიკის ყველაზე მსუქან თინეიჯერს“, მაგრამ ვერავინ იხედება მისი გარეგნობის მიღმა, რომ გაიგოს, როგორია ის სინამდვილეში. დედის სიკვდილის შემდეგ ის მოსწყდა ჩვეულ ყოველდღიურობას, მაგრამ ახლა მზადაა სკოლისთვის, ახალი მეგობრებისთვის, სიყვარულისა და ყველა შესაძლებლობისთვის, რასაც ცხოვრება შესთავაზებს. მას უნდა, იყოს გოგო, რომელსაც ყველაფრის კეთების უფლება აქვს. ყველას ჰგონია, რომ შესანიშნავად იცნობს ჯეკ მესელინს, ტრაბახას, ამავე დროს ხელმარჯვე ოსტატს. თუმცა, არავინ იცის ბიჭის საიდუმლო: მას სახეების ცნობა არ შეუძლია. საკუთარი ძმებიც კი ეუცხოება. ალბათ ამიტომაც გადაწყვეტს, იყოს მაგარი ტიპი: მომხიბლავი, ხმაურიანი… და არავინ მიუშვას ახლოს. მაგრამ როცა ის ლიბს გაიცნობს, ბევრი რამ იცვლება… ასეა – ხანდახან ვიღაცასთან შეხვედრა მთელ სამყაროს ცვლის, შენსას თუ მისას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.