აღწერა
„რიტუალები“ ცნობილი ნიდერლანდელი მწერლის, მთარგმნელისა და.ჟურნალისტის, სეეს ნოტებოომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი.და წარმატებული ნაწარმოებია.
სახასიათო, პოეტური ტექსტით გამორჩეულმა რომანმა, რომელშიც მსუბუქ თხრობას.ოსტატურად ერწყმის ღრმად ფილოსოფიური თემები, გამოქვეყნებიდან (1983 წ.) მალევე.გაუთქვა სახელი ნოტებოომს არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ მთელ.მსოფლიოში და არაერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული.ჯილდო მოუტანა მას.
რომანი, როგორც ამას მისივე სათაური მიგვანიშნებს, ადამიანის ცხოვრებას მრავალი.რიტუალისგან შემდგარ ერთ გრძელ ჯაჭვად წარმოგვიდგენს.
მთავარი გმირი, ინი ვინტროპი, ამსტერდამის მკვიდრი ორმოციოდე წლის.მარტოხელა, საყვარელი ცოლისგან მოულოდნელად მიტოვებული.მამაკაცი, თვითმკვლელობას გადაწყვეტს, მაგრამ ეს.ამბავი მისი ისტორიის არც დასაწყისია და არც დასასრული. ინის ცხოვრებაში.სხვადასხვა დროს იჭრება ორი მამაკაცი, რომლებსაც, ერთი შეხედვით, სამყაროს.დიდ ქაოსში საკუთარი წესრიგისთვის მიუგნიათ. მათი ცხოვრების წესი, ფილოსოფია და.სიკერპე ინი ვინტროპის გულში ღრმა კვალს ტოვებს და ერთგვარ.გზის მანიშნებლად იქცევა მისი მომქანცველი ყოფის.განმეორებადი რიტუალების ლაბირინთში.
წიგნი გამოიცა სერიაში ლიტერატურული ოდისეა.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.