Image Alt

წიგნები

ყველაფერი ყირამალა

8,90 

ინგლისელი მწერალი და მსახიობი დონალდ ბისეტი მეტად ორიგინალურ, უცნაურობებით სავსე მოთხრობებს წერდა ბავშვებისთვის. მისი საბავშვო ნაწარმოებები 16 ენაზეა ნათარგმნი.

მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებულ ამ წიგნში, რომელსაც სათაურად ბისეტის ერთ-ერთი საყვარელი ზღაპრის სახელწოდება აქვს, მრავალ საინტერესო და უცნაურ არსებას შეხვდებით. მაგალითად, გაიცნობთ კუ როზალინდას, რომელიც საუცხოოდ მღერის, ხალიჩის ქვეშ მცხოვრებ განუყრელ მეგობრებს – ცხენსა და ვეფხვს, თუთიყუშ ერნის, რომელსაც წითელა დაემართა, პატარა ავტობუსს, სიბნელისა რომ ეშინია; შეიტყობთ, როგორ მოსწყდა ადგილს სადგური ვატერლოო და ჩაის დასალევად გაეშურა, როგორ იხილა ბურუსმა სამხედრო აღლუმი… და კიდევ, ვინ მოთვლის, რამდენ საოცარ გმირსა თუ გაუგონარ მოვლენას წააწყდებით.

მარაგში

დონალდ ბისეტი

1910-1995

დონალდ ბისეტი ინგლისელი საბავშვო მწერალი, მხატვარი, მსახიობი და თეატრალური რეჟისორი იყო. მისი სამსახიობო კარიერიდან აღსანიშნავია კინოსურათი „Ragtime” (1981) და სერიალი „Doctor Who” (1966-1967). რაც შეეხება ამბებს, რომლებსაც ბავშვებისთვის წერდა, საკუთარ ილუსტრაციებსაც ურთავდა. ბისეტის „ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები“ და „ყველაფერი ყირამალა“ სულაკაურის გამომცემლობის ბესტსელერებია. მისი ტექსტები თარგმნილია 16 ენაზე.

აღწერა

მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული.

მოსწავლის ბიბლიოთეკა მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.

ISBN 9789941309472
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

184

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.