Image Alt

წიგნები

ქართული 10 ნაწ. 1 (მასწავლებლის წიგნი)

5,00 

 

სახელმძღვანელო აგებულია ქრონოლოგიურ-თემატური პრინციპით. ქრონოლოგიურად დალაგებული ტექსტები თემატურ თავებადაა დაყოფილი, რაც მოსწავლეს დაეხმარება, ნაწარმოებში ასახულ უმთავრეს პრობლემაზე გაამახვილოს ყურადღება.

სახელმძღვანელოში თემის შესაბამისად მოწოდებულია ტექსტები ქართული ან მსოფლიო ლიტერატურიდან, ამონარიდები სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებიდან, რაც საშუალებას გვაძლევს, ლიტერატურის სასკოლო კურსის ფარგლებში წარმოვაჩინოთ ქართული ლიტერატურა, როგორც მსოფლიო ლიტერატურისა და კულტურის ორგანული ნაწილი.

სტრუქტურირებულ, ორგანიზებულ სასწავლო მასალაში მოსწავლე დამოუკიდებლადაც შეძლებს გზის გაკვალვას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან კომპლექსური დავალება მან სწორედ დამოუკიდებლად უნდა შეასრულოს.

სახელმძღვანელოში მოწოდებულია გრამატიკული საკითხებიც. სტრუქტურულად ეს ბლოკების (ჩანართების) სახითაა მოცემული. მოსწავლეები დაამუშავებენ მართლმეტყველებისა და მართლწერის დასახვეწად მნიშვნელოვან თეორიულ მასალას, შეასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

სახელმძღვანელოს რუბრიკები:

  • გაიფართოვე თვალსაწიერი
  • კრიტიკული აზროვნება
  • ლექსიკაზე მუშაობა
  • მედიაწიგნიერება

 

მარაგში

არტიკული: 9789941370588 კატეგორია: , ჭდე: ,
ISBN 9789941370588
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

19.50 X 27.50

გვერდების რაოდენობა

49

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.