Image Alt

წიგნები

პეპი სამხრეთის ზღვაში

8,90 

ერთ მშვენიერ დღეს პეპი ნამდვილ წერილს მიიღებს, თანაც მხიარულების კუნძულის მეფისგან – სქელი, თეთრი ბელადი ეფრაიმისგან.

მალე გემი „ყიყინა“ პატარა ქალაქს მოადგება და პეპი, ტომი და ანიკა სამხრეთის ზღვისკენ მიჰყავს.

მარაგში

არტიკული: 9789941373510 კატეგორია:

შვედეთი

ასტრიდ ლინდგრენი

1907 - 2002 ასტრიდ ლინდგრენი მილიონობით ბავშვის უსაყვარლესი მწერალია. მთელ მსოფლიოში მას საუკეთესო საბავშვო მწერლად მიიჩნევენ. ​ასტრიდ ლინდგრენის წიგნების შთაგონება თავად ავტორის ბავშვობის წლებია. ლინდგრენი შვედეთში, ვიმერბის ფერმაში დაიბადა და ისეთივე ლაღი, მხიარული ბავშვობა ჰქონდა, როგორც მისი წიგნების გმირებს. 2019 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ ლინდგრენის ყველაზე ცნობილი წიგნები „პეპი გრძელწინდა“ და „სახურავის ბინადარი კარლსონი“ პირველად თარგმნა შვედური ენიდან და მკითხველს განახლებული გამოცემები შესთავაზა. გამომცემლობის კატალოგში ასევე აღმოაჩენთ  ავტორის სხვა წიგნებსაც; „ყაჩაღის ასული რონია“, „ბულერბიელი ბავშვები“, „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ „მაწანწალა რასმუსი“, „დეტექტივი კალე ბლუმკვისტი“ და სხვა. თითოეული მათგანი ნებისმიერი ბავშვისთვის ფასდაუდებელი საჩუქარია.

აღწერა

მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური

ერთ მშვენიერ დღეს პეპი ნამდვილ წერილს მიიღებს, თანაც მხიარულების კუნძულის მეფისგან – სქელი, თეთრი ბელადი ეფრაიმისგან.

მალე გემი „ყიყინა“ პატარა ქალაქს მოადგება და პეპი, ტომი და ანიკა სამხრეთის ზღვისკენ მიჰყავს.

პეპი მხიარულების კუნძულის პრინცესა გახდება, ყველა პრინცესაზე კეთილი, ლაღი და ძლიერი. ამიტომაც იქცევა იქაური ბავშვებისთვის ნამდვილ გმირად: თუ საჭიროა, ზვიგენებსაც ასწავლის ჭკუას და ბანდიტებსაც.

წაიკითხეთ ცნობილი შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის კლასიკად ქცეული წიგნი და აუცილებლად შეგიყვარდებათ ეს უცნაური, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე კეთილი გოგო.

ISBN 9789941373510
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

120

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.