Image Alt

წიგნები

ოკეანე ქუჩის ბოლოს

11,90 

წიგნის გმირი შვიდი წლის ბიჭუნაა, რომელსაც სახელიც კი არა აქვს. კითხულობ და ფიქრობ, ვინ შეიძლება იყოს ის: ალბათ ეს თავად გეიმანია, მის ცნობიერებაში ღრმად ჩაძირული ბავშვური შიში და ტკივილი, მისი სამყაროს ორი მთვარე, ჯადოქრის მომზადებული მსხლის უგემრიელესი დესერტი, იმ მიწის მაგია, რომელზეც ბიჭობაში ცხოვრობდა; მაგრამ თანდათან ხვდები, რომ ეს შენა ხარ, თავად შენ, მაშინდელიც და ახლანდელიც, რომ იმ ბავშვს არასოდეს მიუტოვებიხარ, შენ ის, უბრალოდ, დაივიწყე.

არ არის მარაგში

გაერთიანებული სამეფო

ნილ გეიმანი

დაიბადა 1960 წელს

ბრიტანელი მწერალი, ნილ გეიმანი, რომელიც ამჟამად ამერიკაში მოღვაწეობს, თანამედროვე ლიტერატურული სამყაროს ნამდვილი როკ-ვარსკვლავია. ის ჰემპშირში დაიბადა. როგორც თვითონ ამბობს, ბიბლიოთეკებში გაზრდილი ველური ბავშვი იყო.

თავდაპირველად ჟურნალისტიკით იყო დაინტერესებული. მისი პირველი წიგნები ჯგუფ "Duran Duran"-ისა და დაგლას ადამსის ბიოგრაფიებია. ამის შემდეგ კომიქსების წერა სცადა და შედეგად სრულიად გენიალური „სენდმენი“ მივიღეთ. ეს იყო პირველი კომიქსი, რომელმაც მხატვრული ნაწარმოებისთვის განკუთვნილი ჯილდო დაიმსახურა.

მნიშვნელოვანია, რომ გეიმანი არ გაურბის მკითხველთან ურთიერთობას. ის ერთ-ერთი პირველი მწერალია, რომელმაც 2001 წელს Twitter-ზე საკუთარი ბლოგი შექმნა და 2 მილიონზე მეტი გამომწერიც ჰყავს. Facebook-ზე ეს რიცხვი თითქმის მილიონს აღწევს.

დღეისათვის ნილ გეიმანი, უდავოდ, ერთ-ერთი საკულტო მწერალია. მისი შემოქმედება არ ჯდება კონკრეტული ჟანრისა თუ მიმდინარეობის საზღვრებში. მან შეძლო, რომ კომიქსები საბავშვოდან მოზრდილთა, რომანები კი მულტიასაკობრივ კატეგორიაში გადაეყვანა.

აღწერა

მთარგმნელი: ლელა ფიროსმანიშვილი

თქვენ წინაშეა ინგლისური ლიტერატურული ტრადიციების შესანიშნავი გამგრძელებლისა და, იმავდროულად, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწერლის, ნილ გეიმანის ახალი რომანი „ოკეანე ქუჩის ბოლოს“. წიგნის გმირი შვიდი წლის ბიჭუნაა, რომელსაც სახელიც კი არა აქვს. კითხულობ და ფიქრობ, ვინ შეიძლება იყოს ის: ალბათ ეს თავად გეიმანია, მის ცნობიერებაში ღრმად ჩაძირული ბავშვური შიში და ტკივილი, მისი სამყაროს ორი მთვარე, ჯადოქრის მომზადებული მსხლის უგემრიელესი დესერტი, იმ მიწის მაგია, რომელზეც ბიჭობაში ცხოვრობდა; მაგრამ თანდათან ხვდები, რომ ეს შენა ხარ, თავად შენ, მაშინდელიც და ახლანდელიც, რომ იმ ბავშვს არასოდეს მიუტოვებიხარ, შენ ის, უბრალოდ, დაივიწყე. თუმცა, ყოველთვის არსებობს ალბათობა, რომ ერთ დღესაც მანქანის საჭეს მიუჯდები და შეუმჩნევლად მიადგები შენი ბავშვობის შარაგზას, ბოლომდე გაივლი მას და მიხვდები, ადამიანი კუნძული არ არის, ის ნაწილია ხმელეთის, რომელიც ყოველი მხრიდან ოკეანეს გარემოუცავს, შენ ხარ ოკეანეში და ოკეანე შენშია, და ამ ოკეანეში არის ყველაფერი, ყველა ფერი.

SKU: 9789941302428
ყდის ტიპი: რბილი ყდა
გამოცემის წელი: 2019
ფორმატი: 13.00 X 19.50
გვერდების რაოდენობა: 214

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,208 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.