Image Alt

წიგნები

კერამიკული ნაკეთობანი შუა საუკუნეების საქართველოში

Original price was: 29,00 ₾.Current price is: 14,50 ₾.

წინამდებარე, ანოტაციებითა და ბიბლიოგრაფიით აღჭურვილ ალბომში, სწორედ ამ ეპოქის თიხის ნაკეთობათა კოლექციებია წარმოდგენილი. ამ ექსპონატთა აბსოლუტური უმრავლესობა ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შემავალ, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შუა საუკუნეების ფონდებშია დაცული.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941157820 კატეგორია: ჭდე:

აღწერა

წინამდებარე, ანოტაციებითა და ბიბლიოგრაფიით აღჭურვილ ალბომში, სწორედ ამ ეპოქის თიხის ნაკეთობათა კოლექციებია წარმოდგენილი. ამ ექსპონატთა აბსოლუტური უმრავლესობა ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შემავალ, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შუა საუკუნეების ფონდებშია დაცული. კერამიკული ნაწარმის ეს ნიმუშები, იშვიათი გამონაკლისის გარდა (შემთხვევითი მონაპოვრები), საქართველოს ტერიტორიაზე XX-XXI საუკუნეებში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგადაა მოხვედრილი მუზეუმში. ისინი შემოსულია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების არქეოლოგიურად შესწავლილი ნაქალაქარებიდან და ნასოფლარებიდან, სასახლეებიდან, ქარვასლა – ქულბაქებიდან, ეკლესიებიდან, სამონასტრო კომპლექსებიდან, თავდაცვითი ნაგებობებიდან და სხვა ძეგლებიდან. აღსანიშნავია, რომ ამ ნაკეთობათაგან ზოგიერთი გათხრებით გამოვლენილ კერამიკულ სახელოსნოთა ნაშთების ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, ნახევარფაბრიკატებთან, საწარმოო მოწყობილობებთან და ხელსაწყოებთან ერთად.

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,64 კგ
ზომები 1,5 × 22 × 26 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.