კაპიტანი ტრიკო და პროფესორ ტრაწაკუას სახიფათო გეგმა (წიგნი მეოთხე)
12,90 ₾ 10,30 ₾
„კაპიტან ტრიკოს“ ახალ წიგნში კიდევ ერთ შეშლილ გმირს გაიცნობთ.
პროფესორი ტრაწაკუა პიპი ბრწყინვალე მეცნიერია, თუმცა მის შესანიშნავ გამოგონებებს სერიოზულად არავინ აღიქვამს, ალბათ თავად ხვდები რატომ…
ავტორი: დეივ პილკი
მთარგმნელი: დათა ხარაიშვილი
მარაგში
დეივ პილკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი კარიკატურისტი, საბავშვო მწერალი და ილუსტრატორია, რომლის იუმორითა და თავგადასავლებით სავსე კომიქსებს მთელ მსოფლიოში გატაცებით კითხულობენ.
დეივს ბავშვობაში ADHD (ჰიპერაქტიურობის) სინდრომი, დისლექსია და ქცევის პრობლემები ჰქონდა. მისი უსაქციელობით შეწუხებული მასწავლებლები ყოველდღე აგდებდნენ კლასიდან. კიდევ კარგი, დეივს ხატვა და ამბების გამოგონება უყვარდა; ამიტომაც დერეფანში დროს უქმად არ კარგავდა და საკუთარ კომიქსებს ქმნიდა. ეს დოგმენისა და კაპიტანი ტრიკოს პირველი თავგადასავლები იყო.
დეივ პილკის კომიქსების არასტანდარტული სტილი ძალიან მოსწონთ თავისუფლებისმოყვარე, შემოქმედებით ბავშვებს. მისი ნახევრად ავტობიოგრაფიულ, სახალისო ამბებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მეგობრობასა და ტოლერანტობას. ეს ამბები, რასაკვირველია, ყოველთვის სიკეთის გამარჯვებით სრულდება.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.