Image Alt

წიგნები

კაპიტანი ტრიკო – ტვინიკოსა ზომბების შეტევა (წიგნი მესამე)

12,90 

სამყაროს დაპყრობას ამჯერად მზარეულებად გადაცმული ცბიერი, შემზარავი და ყოვლად უწესო უცხოპლანეტელები ცდილობენ.

შეძლებს ტრუსიკიანი მეომარი მათ შეჩერებას? ამას უკვე წიგნის კითხვისას შეიტყობ…

მარაგში

არტიკული: 9789941372834 კატეგორია: ჭდე:

დეივ პილკი



დეივ პილკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი კარიკატურისტი, საბავშვო მწერალი და ილუსტრატორია, რომლის იუმორითა და თავგადასავლებით სავსე კომიქსებს მთელ მსოფლიოში გატაცებით კითხულობენ.

დეივს ბავშვობაში ADHD (ჰიპერაქტიურობის) სინდრომი, დისლექსია და ქცევის პრობლემები ჰქონდა. მისი უსაქციელობით შეწუხებული მასწავლებლები ყოველდღე აგდებდნენ კლასიდან. კიდევ კარგი, დეივს ხატვა და ამბების გამოგონება უყვარდა; ამიტომაც დერეფანში დროს უქმად არ კარგავდა და საკუთარ კომიქსებს ქმნიდა. ეს დოგმენისა და კაპიტანი ტრიკოს პირველი თავგადასავლები იყო.

დეივ პილკის კომიქსების არასტანდარტული სტილი ძალიან მოსწონთ თავისუფლებისმოყვარე, შემოქმედებით ბავშვებს. მისი ნახევრად ავტობიოგრაფიულ, სახალისო ამბებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მეგობრობასა და ტოლერანტობას. ეს ამბები, რასაკვირველია, ყოველთვის სიკეთის გამარჯვებით სრულდება.

აღწერა

მთარგმნელი: დათა ხარაიშვილი

გახსოვს, როგორ დაამარცხა კაპიტანმა ტრიკომ ბოროტი დოქტორი პუმპერსი?

როგორ მოუღო ბოლო საზარელ ტურბო-ტუალეტ 2000-ს?

ჯორჯისა და ჰაროლდის მიერ შექმნილი გადარეული გმირის თავგადასავლები ამით არ დასრულებულა. სამყაროს დაპყრობას ამჯერად მზარეულებად გადაცმული ცბიერი, შემზარავი და ყოვლად უწესო უცხოპლანეტელები ცდილობენ.

შეძლებს ტრუსიკიანი მეომარი მათ შეჩერებას? ამას უკვე წიგნის კითხვისას შეიტყობ…

ISBN 9789941372834
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2023

ფორმატი

14.60 X 21.60

გვერდების რაოდენობა

144

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.