ინდოეთის დღიური
11,90 ₾
არჩილ ქიქოძის მორიგი „ნატურალისტურ-ლიტერატურული“ დღიური ინდოეთში მოგზაურობაზე გვიყვება. წიგნში ვხვდებით კეთილ, ცნობისმოყვარე და ექსცენტრიკულ ადამიანებს – ქვეყნის მასპინძლებსა და სტუმრებს. მწერლის დაკვირვებული თვალი გვამოგზაურებს ფერად და სურნელოვან ჯაიპურსა და
ტრივანდრუმში, ოქროსფერ ჯაისალმერსა და ტარის იდუმალ უდაბნოში, რანტამბორის ეროვნული პარკში, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები ბუნებისა და ცხოველებისადმი უპრეცედენტო პატივისცემით უფრთხილდებიან.
ქვეყანას, რომელსაც იგი პირველად ესტუმრა, ძალიან ცოტა აქვს საერთო მისთვის კარგად ნაცნობ კოლონიალისტურ მხატვრულ ნაწარმოებებში დახატულ ინდოეთთან. ეს წიგნი ინდოეთზეა, მაგრამ, ამავე დროს, თავად ავტორზეცაა, მის მოგონებებზე, სიცოცხლისა და სიკვდილისადმი მის დამოკიდებულებაზე.
მარაგში
საქართველო
დაიბადა 1972 წელს
არჩილ ქიქოძემ უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, მოგვიანებით კი სწავლობდა თბილისის კინოსა და ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში, კინოსაოპერატორო, ხოლო შემდეგ კინოდრამატურგიის ფაკულტეტზე. იყო სამაშველო სამსახურის წევრი და მონაწილეობდა სამთო-სამაშველო ექსპედიციებში. არის ფოტოგრაფი, გიდი და მსახიობი.
მისი სამწერლო კარიერა მე-20 ს-ის 90-იან წლებში დაიწყო. არის რამდენიმე პროზაული კრებულის ავტორი.
თავის ნაწარმოებებში ის აღწერს საქართველოს დაფარულ და ღია მშვენიერებას, საზოგადოების ნაკლოვანებებსა და ღირსებებს. გაუცხოება თაობათა შორის, მოგზაურობა, დაუსრულებელი ძიება კითხვებზე პასუხებისა - ესაა თემები, რომლებსაც მწერალი ეხება თავის მოთხრობებში.
მისი პირველი რომანი სამხრეთული სპილო 2016 წელს გამოიცა, რისთვისაც მწერალმა ლიტერატურული პრემია ლიტერა დაიმსახურა (2017).
რომანმა სამხრეთულმა სპილომ აღიარება მოიპოვა საქართველოს საზღვრებს გარეთაც. იგი თარგმნილია გერმანულ, პოლონურ, აზერბაიჯანულ, ბულგარულ და რუმინულ ენებზე.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.