Image Alt

წიგნები

გოა მშვიდობისა

12,90 

კარგია, როდესაც კოლეგაზე არა კოლეგიალური სოლიდარულობის გამო, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მისი ტექსტის მხატვრული ღირებულებების გამო წერ. ასეთი რამ, რა თქმა უნდა, ვიყოთ გულწრფელები, იშვიათად ხდება ცხოვრებაში – და ეს კონკრეტული შემთხვევა, საბედნიეროდ, სწორედაც რომ ასეთია. ამიტომ სიამოვნებით ვიყენებ ამ შესაძლებლობას.

გოა მშვიდობისა, ბესო ხვედელიძის ნეპალური სერიის მორიგი ეპიზოდია. მეც, ბევრი სხვასავით, ამ სერიის ერთგული მკითხველი და გულშემატკივარი ვარ და აქედან გამომდინარე, თითოეულ ეპიზოდს მისი გამოჩენისთანავე ვკითხულობ.

„გოა მშვიდობისა”, ჩემი აზრით, ნეპალური სერიის ყველაზე მნიშვნელოვანი და ესთეტიკურად სრულყოფილი ტექსტია. რთულია, განსაზღვრო ამ ტექსტის ჟანრი.

ის ერთდროულად რომანიცაა, მოგზაურის ჩანაწერებიც, თვითშემეცნების ეგზისტენციალური ტრაქტატიც, ტურისტული გზამკვლევიც და მემუარებიც. ნებისმიერ შემთხვევაში ბესოსა და ალექსას ახალ თავგადასავალს მიყოლილი მკითხველი პირველ რიგში ნამდვილ ლიტერატურაში მოხვდება სამოგზაუროდ.

Bon voyage!

დავით ქართველიშვილი

მარაგში

არტიკული: 9789941374227 კატეგორია: ჭდე:

საქართველო

ბესო ხვედელიძე

დაიბადა 1972 წელს

ბესო ხვედელიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ამავე პერიოდში იყო გადაცემა მოვლენის წამყვანი. 1992-93 წლებში იყო აფხაზეთში ომის კორესპონდენტად. შემდეგ იგი თბილისში დაბრუნდა და რედაქტორად დაიწყო მუშაობა ჟურნალებში სუფთა წერა და პარნასი. ამავე დროს იყო რადიოს მუსიკალური გადაცემის წამყვანი. 2013 წელს ბესო ხვედელიძე ნეპალში გადასახლდა და ცხოვრების უმეტეს ნაწილს დღემდე იქ ატარებს. იგი ოცამდე წიგნის ავტორი და რამდენიმე ლიტერატურული პრემიის მფლობელია. მწერლის ნაწარმოებები 10-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი.

ISBN 9789941374227
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2024

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

148

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.