Image Alt

წიგნები

ერთსა კაცსა ბლისკინელსა

18,90 

„ერთსა კაცსა ბლისკინელსა…“ ზაირა არსენიშვილის მეორე პროზაული კრებულია.

მოთხრობების გარდა, აქ შედის მისი სხვადასხვა დროს დაწერილი პიესები, რადიო თავისუფლების დღიურები და მოგონებები თავისი ახლობლებისა და მისი  თანამედროვე საუკეთესო ადამიანების, საუკეთესო ქართველების შესახებ.

მარაგში

არტიკული: 9789941372964 კატეგორია: ჭდე: , ,

საქართველო

ზაირა არსენიშვილი

1933-2015

ზაირა არსენიშვილი გამოჩენილი ქართველი სცენარისტი და მწერალია.

განათლებით ფილოლოგი იყო, მოგვიანებით კი სამუსიკო სასწავლებლის ვიოლინოს კლასი დაამთავრა. მუშაობდა ოპერის ორკესტრის მევიოლინედ, მუსიკის პედაგოგად, მოგვიანებით კი - კინოში, სადაც კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან თანაავტორობით წერდა სცენარებს მისი ფილმებისთვის: როცა აყვავდა ნუში, აურზაური სალხინეთში, რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე და სხვა.

არის რამდენიმე რომანისა და მოთხრობების ავტორი. მისი რომანი ვა, სოფელო, ქართველი მკითხველის საყვარელ წიგნად გადაიქცა.

აღწერა

„ერთსა კაცსა ბლისკინელსა…“ ზაირა არსენიშვილის მეორე პროზაული კრებულია.

მოთხრობების გარდა, აქ შედის მისი სხვადასხვა დროს დაწერილი პიესები, რადიო თავისუფლების დღიურები და მოგონებები თავისი ახლობლებისა და მისი  თანამედროვე საუკეთესო ადამიანების, საუკეთესო ქართველების შესახებ.

თუ ზაირა არსენიშვილის სხვა ნაწარმოებებში მოქმედება მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ხდება, ამ მოთხრობებში ძირითადად ასახულია მეოცე საუკუნის ბოლოს საბჭოთა სისტემის რღვევასთან ერთად საქართველოში განვითარებული მოვლენები.

წიგნში ჩანს ეროვნული მოძრაობის აღორძინება, დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე საზოგადოებასა და ცალკეულ ოჯახებში, ცხოვრების სიძნელეები 90-იან წლებში, ომი, ემიგრაცია, ქართული სოფლის თანდათანობით დაცლა და სხვ

ყოველივე ეს დაწერილია ავტორისთვის დამახასიათებელი მდიდარი ქართული ენით და სევდანარევი იუმორით.

ISBN 9789941372964
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2023

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

526

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.