აღწერა
სერიაში „ლიტერატურული ოდისეა“ თავმოყრილია მრავალი ქვეყნის თანამედროვე და კლასიკური მხატვრული ნაწარმოებები. ხორხე ლუის ბორხესის „ალეფი“ სწორედ ამ სერიის ფარგლებში გამოიცემა.
14,90 ₾
მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი
მოთხრობების ამ კრებულს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ახალი ლათინურ-ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და კლასიკოსის, XX საუკუნის სრულიად გამორჩეული მწერლის, ხორხე ლუის ბორხესის შემოქმედებაში. მწერლის შთაგონების წყარო, რამაც განაპირობა ამ კრებულის შექმნა, გახდა ბორხესის დიდი სიყვარული, ესტელ კანტო და, მიუხედავად იმისა, რომ ქალმა უარი უთხრა მწერალს ცოლობაზე, მსოფლიო ლიტერატურამ სწორედ ამ სიყვარულის წყალობით შეიძინა მწერლის შემოქმედების მეტაფიზიკითა და პოეზიით გაჯერებული კიდევ ერთი საოცარი ნაყოფი.
ხორხე ლუის ბორხესი (1899-1986) ლათინური ამერიკის ახალი ლიტერატურის ერთ-ერთი დამაარსებლისა და მისი ბრწყინვალე წარმომადგენლის სახელი უკვე დიდი ხანია გასცდა სამხრეთამერიკული ქვეყნების საზღვრებს და მსოფლიო ლიტერატურაში განსაკუთრებული, გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა, როგორც ფორმით, ასევე შინაარსობრივი ინოვაციებით. ბორხესის შემოქმედება მკითხველს აზროვნებისა და ფანტაზიის სრულიად ახალ, უკიდეგანო საზღვრებს უხსნის და სამუდამოდ ასამარებს აქამდე არსებული ტრადიციების ჩარჩოებს.
მარაგში
სერიაში „ლიტერატურული ოდისეა“ თავმოყრილია მრავალი ქვეყნის თანამედროვე და კლასიკური მხატვრული ნაწარმოებები. ხორხე ლუის ბორხესის „ალეფი“ სწორედ ამ სერიის ფარგლებში გამოიცემა.
ISBN | 9789941371615 |
---|---|
ყდის ტიპი | რბილი |
გამოცემის წელი | 2023 |
ფორმატი | 13.00 X 19.50 |
გვერდების რაოდენობა | 192 |
მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.