Image Alt

წიგნები

აღმა, დინების წინააღმდეგ

15,90 

მთარგმნელი: დიტო გოგოლაშვილი

ფინელი ქალბატონი, ანა-ემილია ესკური ძალადობის ბუნების შესახებ არანაკლებ სულისშემძვრელ ამბებს მოგვითხრობს, ვიდრე პასტერნაკი, შალამოვი თუ სოლჟენიცინი – თავიანთ ნაწარმოებებში. წიგნის მრავალ ღირსებათა შორის უთუოდ აღსანიშნავია მრავალწახნაგოვანი ხასიათები, ლაღი თხრობა და, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი სიყვარულის ისტორია, რომლის წყალობითაც ავტორი 1936 წელს საქართველოში აღმოჩნდა.

მარაგში

არტიკული: 9789941305894 კატეგორია: ჭდე: ,

აღწერა

მკითხველი შეიტყობს, როგორ შეიძლება განსაზღვროს უდანაშაულო ადამიანის ბედისწერა პოლიტიკურმა ფსიქოზმა, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირა და ხალხის ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცია.

თუმცა, გადარჩენისთვის დინების წინააღმდეგ ცურვას ყოველთვის აქვს აზრი. საბჭოთა ცხოვრების წესის, სტალინური საყოველთაო ტერორის ბუნების შესაცნობად ეს წიგნი, შესაძლოა, XXI საუკუნეში ერთგვარი სახელმძღვანელოც კი აღმოჩნდეს; მით უმეტეს, რომ მოქმედება, უმეტესწილად, ქალთა სადამსჯელო ბანაკებში მიმდინარეობს. გარკვეულ ეპიზოდებში პერსონჟებად თვით სტალინი, ბერია, იაშა ჯუღაშვილი, ნადეჟდა ალილუევა და ბელადის ნათესავები გვევლინებიან, რომლებსაც ანა-ემილია ესკური პირადად იცნობდა. რომანი პირველად ფინეთში 1983 წელს გამოიცა და იმ წლის საუკეთესო ხუთწიგნეულს შორის დასახელდა. ქართულ თარგმანს მკითხველი პირველად გაეცნობა.

ISBN 9789941305894
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

354

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,28 kg
ზომები 1,5 × 14 × 19,5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.