გაერთიანებული სამეფო
ვირჯინია ვულფი
1882 - 1941
ვირჯინია ვულფი - მე-20 საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი 1882 წელს კენსინგტონში დაიბადა.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ვულფი შეუერთდა ხელოვანთა გაერთიანებას „ბლუმსბერის ჯგუფი“. შეიძლება ითქვას, ჯგუფის უმთავრესი ფიგურა სწორედ ვირჯინია ვულფი გახლდათ, თუმცა მის გვერდით იყვნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანებიც (ლიტონ სთრეიჩი, ჯონ მეინარდ კეინსი, ედუარდ ფორსტერი და ა.შ.).
ვულფის ნაწარმოებები მის სიცოცხლეშივე აღიარეს და ინგლისური ლიტერატურის ოქროს ფონდშიც შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები ტანჯავდა, მისი ნაწარმოებები დღემდე უმნიშვნელოვანეს ტექსტებად ითვლება ფემინიზმის, სექსუალობისა და სხვა საკითხების ღრმა ანალიზის კუთხით.
ვირჯინია ვულფის ცხოვრება ტრაგიზმით იყო სავსე. სხვადასხვა პერიოდში გადატანილმა არაერთმა ფსიქოლოგიურმა ტრავმამ თუ დეპრესიამ 1941 წელს იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.