Image Alt

წიგნები

A Christmas Carol

10,90 

ადაპტირებული კლასიკის სერიაში შესული წიგნები ინგლისური ენის შესწავლაში ნებისმიერ მსურველს დაეხმარება, განსაკუთრებით კი, მოსწავლეებს, რადგან სერიაში შემავალი თითოეული დასახელება სრულად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებსა და უცხო ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტულ მიზნებს.

მარაგში

აღწერა

A Christmas Carol / საშობაო სიმღერა  გამოიცა სერიაშიადაპტირებული კლასიკა ინგლისურად

სავარჯიშოები • აუდიომასალა

მეხუთე საფეხური – B2.1

ადაპტირებული კლასიკის სერიაში შესული წიგნები ინგლისური ენის შესწავლაში ნებისმიერ მსურველს დაეხმარება, განსაკუთრებით კი, მოსწავლეებს, რადგან სერიაში შემავალი თითოეული დასახელება სრულად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებსა და უცხო ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტულ მიზნებს.

სერია აერთიანებს ინგლისურ ენაზე ადაპტირებულ, ილუსტრირებულ, კლასიკურ ნაწარმოებებს სავარჯიშოებითა და აუდიომასალით. აუდიომასალასა და წიგნში მოცემული სავარჯიშოების პასუხებს იპოვით ვებგვერდზე sulakauri.edu.ge.

 

A Christmas Carol / საშობაო სიმღერა :

ადაპტირებულია – ყველასთვის ცნობილი და საყვარელი კლასიკური ნაწარმოებები ადაპტირებულია ისე, რომ პასუხობს ინგლისური ენის, როგორც პირველი უცხოური ენის, მოთხოვნებს.

ილუსტრირებულია – დეტალური და ფერადი ილუსტრაციები ამარტივებს წიგნის შინაარსის გაგებასა და გააზრებას.

ავტორისა და კულტურის აღწერა – თითოეულ წიგნს ახლავს შესავალი ნაწილი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ავტორისა და ნაწარმოებში აღწერილი ამა თუ იმ კულტურის შესახებ.

აუდიომასალა – ვებგვერდზე sulakauri.edu.ge განთავსდება შესაბამისი აუდიომასალა, რომლის მოსმენაც მოსწავლეებს „ონლაინ“ შეეძლებათ. აუდიომასალის უკეთ გასააზრებლად მათ წიგნში მოცემული სავარჯიშოები დაეხმარება

მრავალფეროვანი სავარჯიშოები – პასუხობს ეროვნულ სასწავლო გეგმას და მიმართულია ლექსიკის, გრამატიკის, წაკითხულის გააზრების უნარების განვითარებისკენ; ასევე, თავს უყრის ზეპირი კომუნიკაციის წარმართვისათვის აუცილებელ რესურსებს.

  • სურათების დაკავშირება შესაბამის სიტყვებთან;
  • სიუჟეტური ილუსტრაციების დანომვრა სწორი თანამიმდევრობით;
  • ტექსტებში აბზაცების, წინადადებების დასაწყისისა და დასასრულის მოძიება და მითითება;
  • წინადადებისა თუ სიტყვის პოვნა აბზაცში;
  • ტექსტში ნაცნობი სიტყვების მოძიება ინსტრუქციის მიხედვით;
  • გამოტოვებული სიტყვის სწორად ჩასმა წინადადებაში;
  • მოსასმენი სავარჯიშოები.

A Christmas Carol /საშობაო სიმღერა  სკოლის მოსწავლეებსა და ინგლისური ენის შესწავლის მსურველებს ენის საფუძვლიანად ათვისებაში დაეხმარება.

მკითხველი გირჩევთ:

ადაპტირებული-კლასიკა
ადაპტირებული-კლასიკა

 

 

SKU: 9789941304996
ყდის ტიპი: რბილი ყდა
გამოცემის წელი: 2019
ფორმატი: 14.80 X 21.00
გვერდების რაოდენობა: 116

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,221 კგ
ზომები 1,5 × 14,5 × 21 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…