„სულაკაურის გამომცემლობა“ აცხადებს ვაკანსიას საგანმანათლებლო მიმართულების რედაქტორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საგამომცემლო პროექტის მართვა (პროექტში ჩართული სხვადასხვა რგოლის ამოცანების განსაზღვრა, ავტორთან და სხვა პირებთან ურთიერთობა, დროის მენეჯმენტი…)
- ტექსტის რედაქტირება (ტექსტის სტილისტურად გამართვა, მორფოლოგიური, სინტაქსური, ორთოგრაფიული თუ პუნქტუაციური შეცდომების აღმოჩენა და შესწორება გრამატიკული და მართლწერის წესების დაცვით)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფილოლოგიის (ან მომიჯნავე ჰუმანიტარული მეცნიერებების) მიმართულებით;
- ტექსტის რედაქტირების კომპეტენცია;
- რედაქტორად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (WORD) ცოდნა;
- სასურველია, საგამომცემლო პროგრამა ADOBE INDESIGN-ის ცოდნა
აუცილებელი უნარები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ყურადღებიანობა და ოპერატიულობა;
- დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული
დაინტერესებულმა პირებმა 3 ნოემბრამდე გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@sulakauri.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (რედაქტორი).
გისურვებთ წარმატებებს!