Image Alt

წიგნები

სეროტონინი

15,90 

„სეროტონინის“ მთავარ პერსონაჟს, სოფლის მეურნეობის მართვის სპეციალისტს, ფლორან-კლოდ ლაბრუსტს დეპრესია ტანჯავს – იგი შორდება მორიგ ქალს, აკვირდება გაღატაკების პირას მყოფ ფრანგ ფერმერებს, წუხს, რომ ვერაფრით ეხმარება მათ და ამას საკუთარ მარცხად მიიჩნევს. მარტოსული და იმედგაცრუებული გმირი ცდილობს, თავის დეპრესიას უმკურნალოს პრეპარატით, რომელიც სისხლში სეროტონინის მომატებას უზრუნველყოფს – სეროტონინს ბედნიერების ჰორმონსაც ეძახიან.

მარაგში

საფრანგეთი

მიშელ უელბეკი

დაიბადა 1956 წელს

ცნობილმა ნორვეგიელმა მწერალმა, კარლ უვე კნაუსგორმა აღნიშნა, თუკი მიშელ უელბეკის ნაწარმოებებს არ კითხულობ, შეუძლებელია, იმის პრეტენზია გქონდეს, რომ თანამედროვე ლიტერატურას არ ჩამორჩებიო.

მწერალი თავის წიგნებში ხშირად დაუნდობლად აკრიტიკებს თანამედროვე ევროპას და იმ ფარისევლობას, რომელშიც ადამიანები თავისი ნებით ეხვევიან. მწერალს ხშირად სდებენ ბრალს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის რასისტული შუღლის გაღვივებაში. ამის გამო მას სასამართლოშიც უჩივლეს, თუმცა მისი ბრალეულობა არ დამტკიცდა. სხვადასხვა პერიოდში იგი ირლანდიასა და ესპანეთში ცხოვრობდა მას შემდეგ, რაც ბევრჯერ დაემუქრნენ. იგი ამჯერად საფრანგეთში ცხოვრობს და 2019 წელს ემანუელ მაკრონმა მას საპატიო ღირსების ორდენიც გადასცა.

უელბეკის ტექსტები მუდამ ყურადღების ენტრში ექცევა და ავტორიც უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თანამედროვე მწერალია. ბევრის აზრით, ის საფრანგეთში უდიდესი ცოცხალი ავტორია.

აღწერა

მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი

„სეროტონინის“ მთავარ პერსონაჟს, სოფლის მეურნეობის მართვის სპეციალისტს, ფლორან-კლოდ ლაბრუსტს დეპრესია ტანჯავს – იგი შორდება მორიგ ქალს, აკვირდება გაღატაკების პირას მყოფ ფრანგ ფერმერებს, წუხს, რომ ვერაფრით ეხმარება მათ და ამას საკუთარ მარცხად მიიჩნევს.

მარტოსული და იმედგაცრუებული გმირი ცდილობს, თავის დეპრესიას უმკურნალოს პრეპარატით, რომელიც სისხლში სეროტონინის მომატებას უზრუნველყოფს – სეროტონინს ბედნიერების ჰორმონსაც ეძახიან. მაგრამ ამისათვის ძვირის გადახდა უწევს. ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ სძენს აზრს მის არსებობას, ესაა იმედი, რომ დაიბრუნებს ქალს, რომელიც მართლა უყვარდა და დაკარგა…

ქართველი მკითხველი უკვე კარგა ხანია, იცნობს დღეისათვის ყველაზე გამოჩენილ ფრანგ მწერალს, არაერთი ლიტერატურული, მათ შორის გონკურის, პრემიის ლაურეატს, მიშელ უელბეკს – ავტორს ისეთი მსოფლიო ბესტსელერებისა, როგორებიცაა: „ელემენტარული ნაწილაკები“, „პლატფორმა“, „კუნძულის შესაძლებლობა“, „რუკა და ტერიტორია“, „მორჩილება“ და სხვ. რომანი „სეროტონინი“ 2019 წლის იანვარში გამოვიდა საფრანგეთში. საფრანგეთის მთავრობამ მიშელ უელბეკი 2019 წლის აპრილში საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა.

ISBN 9789941305566
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

276

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,234 კგ
ზომები 1,5 × 14,5 × 21,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.