Image Alt

წიგნები

ოსტატი და მარგარიტა

20,90 

ცნობილი რუსი მწერალი, სატირიკოსი, დრამატურგი, რეჟისორი და მსახიობი მიხაილ ბულგაკოვი (1891-1940) უკრაინაში, ქალაქ კიევში დაიბადა. 1921 წლიდან ის მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც აქტიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას შეუდგა. 1928 ან 29 წელს დაიწყო მუშაობა რომანზე, რომელსაც „რომანი სატანაზე“ უწოდა. ეს იყო სატირული ფანტასმაგორია შიგ ჩართული ნოველით ქრისტესა და პილატეზე. ბულგაკოვმა დაუმთავრებელი რომანი მალევე დაწვა, თუმცა მოგვიანებით ისევ მიუბრუნდა და ფაბულა შეცვალა. ნაწარმოებში ჯერ მარგარიტა გამოჩნდა, შემდეგ – ოსტატიც, 1937 წელს კი სახელწოდებაც გაჩნდა – „ოსტატი და მარგარიტა“.

მარაგშია

არტიკული: 9789941302879 კატეგორია: ჭდე: ,

რუსეთი

მიხაილ ბულგაკოვი

1891 - 1940

ცნობილი რუსი მწერალი, სატირიკოსი, დრამატურგი, რეჟისორი და მსახიობი მიხაილ ბულგაკოვი დაიბადა უკრაინაში, ქალაქ კიევში.

მან პროფესიად ექიმობა აირჩია და 1916 წელს, კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სამოქალაქო ომში სამხედრო ექიმად მუშაობდა. თუმცა, პროფესიის მიუხედავად, როგორც თავად ამბობდა, ბულგაკოვს გონებაში ყოველთვის უელავდა ფრაზები და მხატვრული სახეები, რაც შემდგომში სატირულ ლიტერატურად აქცია. ამის თვალსაჩინო მაგალითად გამოდგება 1925 წელს დაწერილი მისი მოთხრობა „ძაღლის გული“, რომელიც მხოლოდ 1987 წელს გამოქვეყნდა და მის მიხედვით 1988 წელს ფილმი გადაიღეს.

1921 წლიდან ის საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვში, სადაც აქტიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას შეუდგა. 1928 ან 29 წელს დაიწყო მუშაობა რომანზე, რომელსაც „რომანი სატანაზე“ უწოდა. ეს იყო სატირული ფანტასმაგორია შიგ ჩართული ნოველით ქრისტესა და პილატეზე. ბულგაკოვმა დაუმთავრებელი რომანი მალევე დაწვა, თუმცა მოგვიანებით ისევ მიუბრუნდა და ფაბულა შეცვალა. ნაწარმოებში ჯერ მარგარიტა გამოჩნდა, შემდეგ – ოსტატიც, 1937 წელს კი სახელწოდებაც გაჩნდა – „ოსტატი და მარგარიტა“.

„ოსტატი და მარგარიტა“ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული რომანია, რომელიც სამი მთავარი სიუჟეტური ხაზის გარშემო ვითარდება.

აღწერა

მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი

ცნობილი რუსი მწერალი, სატირიკოსი, დრამატურგი, რეჟისორი და მსახიობი მიხაილ ბულგაკოვი (1891-1940) უკრაინაში, ქალაქ კიევში დაიბადა. 1921 წლიდან ის მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც აქტიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას შეუდგა. 1928 ან 29 წელს დაიწყო მუშაობა რომანზე, რომელსაც „რომანი სატანაზე“ უწოდა. ეს იყო სატირული ფანტასმაგორია შიგ ჩართული ნოველით ქრისტესა და პილატეზე. ბულგაკოვმა დაუმთავრებელი რომანი მალევე დაწვა, თუმცა მოგვიანებით ისევ მიუბრუნდა და ფაბულა შეცვალა. ნაწარმოებში ჯერ მარგარიტა გამოჩნდა, შემდეგ – ოსტატიც, 1937 წელს კი სახელწოდებაც გაჩნდა – „ოსტატი და მარგარიტა“. „ოსტატი და მარგარიტა“ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული რომანია, რომელიც სამი მთავარი სიუჟეტური ხაზის გარშემო ვითარდება. ერთია თავად ოსტატისა და მარგარიტას ხაზი, მეორე – „წიგნი წიგნში“ – ახალი აღთქმის მოტივებზე მოთხრობილი ამბავი პილატესა და იეშუას ურთიერთობაზე; ხოლო მესამე – ეშმაკი ვოლანდისა და მისი უცნაური ამალის თავგადასავალი 20-30-იანი წლების საბჭოთა მოსკოვში. მწერალი სიცოცხლის ბოლო წუთამდე მუშაობდა თავისი შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებზე. მძიმე სენით შეპყრობილი მეუღლეს ჰკარნახობდა, სად რა, როგორ უნდა ჩაესწორებინა. ბულგაკოვი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. მწერლის ოცნება, „ოსტატი და მარგარიტა“ დაბეჭდილიყო, მისი გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ, 1966 წელს ასრულდა.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

ISBN 9789941302879
ყდის ტიპი

მაგარი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

524

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.619 kg
ზომები 1.5 × 14.5 × 21.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.