25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

მოსკოვიადა

14,90 

მთარგმნელი: რაულ ჩალიჩავა

„მოსკოვიადა“ ცნობილი უკრაინელი პოეტისა და პროზაიკოსის, იური ანდრუხოვიჩის მეორე რომანია. მასში მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტის სტუდენტი ოტო ვილჰელმოვიჩ ფონ ფ.  გვიყვება ერთი დღის საკუთარ თავგადასავალს საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში, რომელიც არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის.

მარაგშია

არტიკული: 9789941238345 კატეგორია: ჭდე:

უკრაინა

იური ანდრუხოვიჩი

დაიბადა 1960 წელს

იური ანდრუხოვიჩი დაიბადა უკრაინაში, სტანისლავში (დღევანდელი ივანო-ფრანკივსკი). იგი ცნობილი მწერალი, პოეტი, ესეისტი, მთარგმნელი და ლიტერატურის კრიტიკოსია.

მწერალი განსაკუთრებით პოპულარულია პოლონეთსა და გერმანიაში, სადაც არაერთი ლიტერატურული ჯილდოც აქვს მიღებული. მისი ნაწარმოებები 2000-იან წლებში ინგლისურ ენაზეც ითარგმნა. ამავე დროს იგი უკრაინის დემოკრატიზაციისა და ევროპული გეზის აქტიური მხარდამჭერია, რაც არაერთხელ განუცხადებია თავის ნაწერებსა და გამოსვლებში.

იური ანდრუხოვიჩი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უკრაინელი ავტორია სერგეი ჟადანთან, ოქსანა ზაბუჟკოსა და ანდრეი კურკოვთან ერთად.

აღწერა

იური ანდრუხოვიჩი მოსკოვიადა

მოსკოვიადა“ ცნობილი უკრაინელი პოეტისა და პროზაიკოსის, იური ანდრუხოვიჩის.მეორე რომანია. მასში მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტის სტუდენტი ოტო ვილჰელმოვიჩ ფონ ფ.  გვიყვება ერთი დღის საკუთარ თავგადასავალს საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში, რომელიც არსებობის.უკანასკნელ დღეებს ითვლის. რომანის პოსტმოდერნული და მნიშვნელოვანწილად.ავტობიოგრაფიული ტექსტი, რომელშიც საკმაოდაა ჟარგონი.და უცენზურო ლექსიკა, წარმოადგენს სატირის, იუმორის, სარკაზმის, ირონიის, თვითირონიის.თავისებურ ნაზავს. მასში ოსტატურადაა აღწერილი კომუნისტური საზოგადოების გახრწნა, დეგრადაცია, კრახი და.დიდმპყრობელური ილუზიების ნანგრევებზე ახალი, შოვინისტური, პროფაშისტური რუსეთის აღმოცენება.

რომანის დაწერიდან თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგ.კრემლის მიერ გაჩაღებული რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მწერლის.მრავალი აზრი თუ გამონათქვამი სრულიად ახალ, რეალისტურ შეფერილობას.იძენს და ნაწარმოების ჟანრის ავტორისეული განსაზღვრება – „საშინელებათა რომანი“ – არცთუ.გაზვიადებულად გვეჩვენება.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.227 kg
ზომები 1.5 × 14 × 21 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941238345

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2017

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

224

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.