25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

ავტორის შესახებ

უკრაინა

იური ანდრუხოვიჩი

დაიბადა 1960 წელს

იური ანდრუხოვიჩი დაიბადა უკრაინაში, სტანისლავში (დღევანდელი ივანო-ფრანკივსკი). იგი ცნობილი მწერალი, პოეტი, ესეისტი, მთარგმნელი და ლიტერატურის კრიტიკოსია.

მწერალი განსაკუთრებით პოპულარულია პოლონეთსა და გერმანიაში, სადაც არაერთი ლიტერატურული ჯილდოც აქვს მიღებული. მისი ნაწარმოებები 2000-იან წლებში ინგლისურ ენაზეც ითარგმნა. ამავე დროს იგი უკრაინის დემოკრატიზაციისა და ევროპული გეზის აქტიური მხარდამჭერია, რაც არაერთხელ განუცხადებია თავის ნაწერებსა და გამოსვლებში.

იური ანდრუხოვიჩი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უკრაინელი ავტორია სერგეი ჟადანთან, ოქსანა ზაბუჟკოსა და ანდრეი კურკოვთან ერთად.