25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

პლატფორმა

11,90 

მთარგმნელი: ირმა ტაველიძე

„პლატფორმა“ მწერლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია. მთავარი პერსონაჟი ორმოცი წლის გალოთებული ჩინოსანი, კულტურის სამინისტროს თანამშრომელი მიშელია, რომელიც მამის მიერ მემკვიდრეობით დატოვებულ ქონებას ეპატრონება და ტაილანდში მიემგზავრება, რათა თავი სექსტურიზმით შეიქციოს.

მარაგშია

არტიკული: 9789941235641 კატეგორია: ჭდე: ,

საფრანგეთი

მიშელ უელბეკი

დაიბადა 1956 წელს

ცნობილმა ნორვეგიელმა მწერალმა, კარლ უვე კნაუსგორმა აღნიშნა, თუკი მიშელ უელბეკის ნაწარმოებებს არ კითხულობ, შეუძლებელია, იმის პრეტენზია გქონდეს, რომ თანამედროვე ლიტერატურას არ ჩამორჩებიო.

მწერალი თავის წიგნებში ხშირად დაუნდობლად აკრიტიკებს თანამედროვე ევროპას და იმ ფარისევლობას, რომელშიც ადამიანები თავისი ნებით ეხვევიან. მწერალს ხშირად სდებენ ბრალს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის რასისტული შუღლის გაღვივებაში. ამის გამო მას სასამართლოშიც უჩივლეს, თუმცა მისი ბრალეულობა არ დამტკიცდა. სხვადასხვა პერიოდში იგი ირლანდიასა და ესპანეთში ცხოვრობდა მას შემდეგ, რაც ბევრჯერ დაემუქრნენ. იგი ამჯერად საფრანგეთში ცხოვრობს და 2019 წელს ემანუელ მაკრონმა მას საპატიო ღირსების ორდენიც გადასცა.

უელბეკის ტექსტები მუდამ ყურადღების ენტრში ექცევა და ავტორიც უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თანამედროვე მწერალია. ბევრის აზრით, ის საფრანგეთში უდიდესი ცოცხალი ავტორია.

აღწერა

პლატფორმა – მიშელ უელბეკი

მიშელ უელბეკი – დაუმორჩილებელი, სკანდალური და მარტოსული მწერალი – თანამედროვე ფრანგული ლიტერატურის.ყველაზე დიდი ფიგუ­რაა და საკუთარი შემოქმედების.გამო მსოფლიო ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოქცეულა. 2002 წელს პარიზის.მეჩეთის წინამძღოლმა და ისლამურმა საზოგადოებებმა იგი ისლამოფობიასა და რასიზმში დაადანაშაულეს. მართალია, ბრალდებები არ დაუმტკიცდა, მაგრამ.მიშელ უელბეკი მას შემდეგ ესპანეთში ცხოვრობს. ადამიანის, კულტურისა და ბუნების ერთმანეთთან.ბრძოლა, სექსი, მარტოობა, ესთეტიკისა და სიყვარულის ძიება.თანამედროვე სამყაროში – ეს ის თემებია, რომლებიც უელბეკს აინტერესებს და რაზეც.თავის შემოქმედებას აგებს.

„პლატფორმა“ მწერლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია. მთავარი პერსონაჟი ორმოცი წლის გალოთებული ჩინოსანი, კულტურის სამინისტროს თანამშრომელი მიშელია, რომელიც მამის მიერ მემკვიდრეობით დატოვებულ ქონებას ეპატრონება და ტაილანდში მიემგზავრება, რათა თავი სექსტურიზმით შეიქციოს.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

 

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.335 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941235641

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2016

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

352

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.