მელორი ტაუერსი (წიგნი მეხუთე)
8,90 ₾ Original price was: 8,90 ₾.4,50 ₾Current price is: 4,50 ₾.
ბავშვები ხომ ყველა ქვეყანაში ერთნაირები არიან – ხან გულუბრყვილოები, ხანაც ეშმაკუნები, ზოგჯერ ურჩები და ცელქები, ზოგჯერ დამჯერნი და საზრიანები; ხშირად რაღაცის ეშინიათ, უმეტესად კი გამბედაობას ამჟღავნებენ. წაიკითხე ეს წიგნი და გაიგე, როგორ დგამენ საშობაო წარმოდგენას „მელორი ტაუერსის“ გოგონები, ვინ არის დიქტატორი რეჟისორი, რა „ოინს“ აწყობს ფრანგულის მასწავლებელი, როგორ გადაურჩება ერთი მოსწავლე სკოლიდან გარიცხვას და შეძლებენ თუ არა ბავშვები წარმატებული სპექტაკლის დადგმას უფროსების დახმარების გარეშე.
მარაგში
გაერთიანებული სამეფო
1897 - 1968
ენიდ ბლაიტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო მწერალია. მისი წიგნები თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ენიდ ბლაიტონმა 600-ზე მეტი წიგნი და ასობით მოთხრობა დაწერა. ყველაზე პოპულარული სერია „ცნობილი ხუთეულია“, რომელიც პირველად 1942 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა.
მწერალი 1897 წელს ლონდონში დაიბადა. უმეტესად ბაკინგემშირში ცხოვრობდა, უყვარდა ძაღლები, მებაღეობა და ქალაქგარეთ სეირნობა. ბევრი რამ იცოდა მცენარეების, ფრინველებისა და ცხოველების შესახებ. განსაკუთრებით მოსწონდა დორსეტი – მხარე, სადაც ცნობილი ხუთეულის თავგადასავლები ხდება. ენიდ ბლაიტონის სათავგადასავლო ამბებს დღემდე მილიონობით ბავშვი და უფროსი სიამოვნებით კითხულობს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.