Image Alt

წიგნები

ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი (ილუსტრირებული)

59,90 

თქვენ წინაშეა ჯ. კ. როულინგის უკვდავი წიგნის პირველი დასურათებული გამოცემა, რომელიც ცნობილი ილუსტრატორის, ჯიმ ქეის ფერადი ნახატებითაა გაფორმებული. ჯადოსნური სამყაროს გმირებისა და ამბების თვალისმომჭრელი ილუსტრაციები მკითხველს დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება.

მარაგშია

არტიკული: 9789941302992 კატეგორია: ჭდე: ,

გაერთიანებული სამეფო

ჯოან როულინგი

დაიბადა 1965 წელს

ჯოან როულინგი დაიბადა ინგლისში, ბრისტოლთან ახლოს.

მწერალს დიდი წარდგენა არ სჭირდება: ის ავტორია წიგნების სერიისა ჰარი პოტერის შესახებ, რომელიც ყველა დროის ყველაზე გაყიდვად სერიად ითვლება. ტირაჟმა 500 მილიონ გაყიდულ ეგზემპლარს გადააჭარბა. ნაკლებ სავარაუდოა, რომ რომელიმე ცოცხალ მწერალს ჯ. კ. როულინგზე უფრო დიდი აუდიტორია ჰყავდეს.

ამავე დროს იგი არის კინოპროდიუსერი, სცენარის ავტორი და ფილანთროპი. საქველმოქმედო საქმიანობა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. 2005 წელს მან დააარსა საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია „ლუმოსი“. 2007 წელს Time-ის „წლის ადამიანის“ წოდების პრეტენდენტი იყო, ხოლო 2010 წელს ყველაზე გავლენიან ბრიტანელ ქალად დასახელდა.

აღწერა

ძვირფასო ბატონო პოტერ,

მოხარულნი ვართ, გაცნობოთ, რომ თქვენ ჩაირიცხეთ ჰოგვორტსში – მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში.

გეგზავნებათ სია, რომელშიც ჩამოთვლილია ყველა აუცილებელი სახელმძღვანელო და ხელსაწყო. სწავლა დაიწყება 1 სექტემბერს. ველით თქვენს ბუს არაუგვიანეს 31 ივლისისა.

საუკეთესო სურვილებით მინერვა მაკგონაგელი, დირექტორის მოადგილე

ჰარი პოტერის ცხოვრებას მისივე მე-11 დაბადების დღეზე ხოჭოსთვალება და უცნაური გოლიათის, რუბეუს ჰაგრიდის ვიზიტი სამუდამოდ ცვლის. ჰაგრიდის მოტანილი წერილი ბიჭს საოცარ ამბებს ატყობინებს – ის ჯადოქარია, ხოლო მისი მშობლები ავარიამ კი არა, ლორდი ვოლდემორის სასიკვდილო წყევლამ იმსხვერპლა.

აი, ასე იწყება თავგადასავალი ბიჭისა, რომელიც გადარჩა…

თქვენ წინაშეა ჯ. კ. როულინგის უკვდავი წიგნის პირველი დასურათებული გამოცემა, რომელიც ცნობილი ილუსტრატორის, ჯიმ ქეის ფერადი ნახატებითაა გაფორმებული. ჯადოსნური სამყაროს გმირებისა და ამბების თვალისმომჭრელი ილუსტრაციები მკითხველს დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება.

ISBN 9789941302992
ყდის ტიპი

მაგარი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

22.50 X 26.50

გვერდების რაოდენობა

264

დამატებითი ინფორმაცია

წონა 1.618 kg
ზომები 1.5 × 22.5 × 26.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…