25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

ახლო აღმოსავლეთი – გეოგრაფიული და ისტორიული ნიშანსვეტები ტ.1

15,90 

XXI საუკუნეში ახლო აღმოსავლეთი სულ უფრო მეტად იძენს მსოფლიოს ერთ-ერთი საკვანძო რეგიონის ხასიათს, უპირველესად, კონფლიქტოგენურობის თვალსაზრისით. ამერიკის ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიციის მიერ ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, ერაყში, 2003 წელს დაწყებულმა ომმა მკვეთრად შეცვალა პოლიტიკური ვითარება რეგიონში და, გარკვეულწილად, მსოფლიოშიც.

მარაგშია

არტიკული: 9789941301797 კატეგორია: ჭდე:

საქართველო

რევაზ გაჩეჩილაძე

დაიბადა 1943 წელს

რევაზ გაჩეჩილაძე აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსი, გეოგრაფი და დიპლომატია. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, შემდეგ სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში, სომხეთში, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსა სლოვაკეთის რესპუბლიკაში.

იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი.

რევაზ გაჩეჩილაძე 150-მდე წიგნის ავტორია.

გამოქვეყნებულია მისი წიგნები: ახლო აღმოსავლეთი - სივრცე, ხალხი და პოლიტიკა;

ჩემი მეოცე საუკუნე: წინა საუკუნის საქართველო მსოფლიო ისტორიისა და გეოპოლიტიკის კონტექსტში; ჩემი მეოცე საუკუნე: წინა საუკუნის საქართველო მსოფლიო ისტორიისა და გეოპოლიტიკის კონტექსტში; საქართველო მსოფლიო კონტექსტში: XX და XXI საუკუნეების პოლიტიკური ცხოვრების ძირითადი მომენტები.

საქართველო მსოფლიო კონტექსტში თარგმნილი და გამოცემულია გერმანულ ენაზე.

აღწერა

XXI საუკუნეში ახლო აღმოსავლეთი სულ უფრო მეტად იძენს მსოფლიოს ერთ-ერთი საკვანძო რეგიონის ხასიათს, უპირველესად, კონფლიქტოგენურობის თვალსაზრისით. ამერიკის ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიციის მიერ ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, ერაყში, 2003 წელს დაწყებულმა ომმა მკვეთრად შეცვალა პოლიტიკური ვითარება რეგიონში და, გარკვეულწილად, მსოფლიოშიც. ამ ომის არაპირდაპირი შედეგებია XXI საუკუნის დასაწყისის მოვლენები – „არაბული გაზაფხული“, სირიის სამოქალაქო ომი, „ისლამური სახელმწიფოს“ წარმოშობა, მასთან დასავლეთის ქვეყნების კოალიციის ბრძოლა, რუსეთის შესვლა ახლო აღმოსავლეთში, ბირთვული იარაღის შექმნისაკენ მისწრაფება, მიგრაციული კრიზისი ევროპაში და ა.შ. ყველაფერი ეს საქართველოს სიახლოვეს ხდება. მრავალი თვალსაზრისით, ჩვენ უკვე ჩართულები ვართ ახლო აღმოსავლეთის პრობლემებში: ამის მაგალითებია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს მუსლიმი მოქალაქეების ჩაბმა, ერაყისა და ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში ქართული ნაწილების მონაწილეობა. ამიტომაც ინტერესი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მიმართ მატულობს.

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.552 kg
ზომები 1.5 × 16 × 23 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941301797

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

16 X 23

გვერდების რაოდენობა

288

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ახლო აღმოსავლეთი – გეოგრაფიული და ისტორიული ნიშანსვეტები ტ.1“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…