Image Alt

ზაალ სამადაშვილი – „ჯაჯღანსები ხათაბალაში“

სამადაშვილი-ჯაჯღანსების-ბლოგი (12

ზაალ სამადაშვილი – „ჯაჯღანსები ხათაბალაში“

ზაალ სამადაშვილი

ეს წიგნი ძალიან მაგარმა მეზღაპრემ, ფილიპ არდამ დაწერა, ისეთმა მაგარმა, რომელთანაც თავის დროზე დიდი მუსიკოსი პოლ მაკარტნი მივიდა დახმარების სათხოვნელად – ბავშვებისთვის ზღაპრის შეთხზვა მინდა და შენზე უკეთესს ვის მივაკითხოო.
ავტორის ოსტატობის შეფასებისას ის კი არ უნდა თქვა, ერთი დახედეთ როგორ ჰყვებაო, კითხვა უნდა დასვა, დარჩა რომელიმე ხერხი ლაღად, მახვილგონივრულად, საინტერესოდ თხრობისა, რომელსაც ეს კაცი არ იყენებსო?..
წიგნს ეს სახელი იმიტომ ჰქვია რომ მისი მთავარი გმირები, უცნაურზე უცნაური ცოლი და ქმარი – ჯაჯღანები არიან. მათ ოჯახს კიდევ სამი წევრი ჰყავს, ორი პატარა ვირუკელა – ბაკი და ბუკი და შვილობილი სანი, ბიჭუნა, რომელიც ბატონმა ჯაჯღანსმა თოკზე სარჭებით ჩამოკონწიალებული იპოვა, ჩამოხსნა და შინ წაიყვანა.
ჯაჯღანსებისთვის სიტყვა “შინ” ფურგონს ნიშნავს, რომელიც ვინ მოთვლის რისგან აღარ არის შეკოწიწებული – მოტოციკლის ეტლისგან, ნაყინის სატარებელი ურიკისგან, ძაღლის ძველი ხუხულისა და ქაფიანი ყავის მოსახარში მანქანისგან…